დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიჭები ბიბლიოთეკაში დასაქმდნენ, გოგონები - მშენებლობაზე, მაგრამ საზაფხულო სამუშაოები მაინც მიმზიდველ
2012/03/26 14:21:18

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება 25 ათასი სტუდენტის დასაქმება საზაფხულო სამუშაოებზე. სულ სამოცდაათამდე სამუშაო სახეობებიდან სტუდენტი აირჩევს სასურველს, დასაქმების შემთხვევაში კი ერთი თვის განმავლობაში ხუთას ლარს მიიღებს.

 

 

დასაქმების მსურველ სტუდენტს რეგისტრაციის გავლა 20 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით შეუძლია, მისამართზე www.summerjob.ge, მაგრამ... რა საჭიროა ერთი თვე, როცა რეგისტრაციის დაწყებიდან  ხუთ საათში ახალგაზრდისთვის თითქმის  შეუძლებელი იყო ვაკანსიის პოვნა.

20 მარტი საქართველოში თამამად შეიძლება გამოცხადდეს სტუდენტთა დასაქმების დღედ. ყველა ერთნაირი მონდომებით ცდილობდა, დაესწრო თანატოლისთვის, დღის მთავარ კითხვადაც, კი გადაიქცა ფრაზა: „მოასწარი, გაიარე რეგისტრაცია? დასაქმდი?       „პასუხიც შედეგის შესაბამისი იყო. სოციალური ქსელის საშუალებით, ყველა  გადმოსცემდა ემოციას. ზედმეტად მოწყენილი, შეურაცხმყოფელი და მხიარული გზავნილების შემდეგ, საუბრის მთავარ თემად ასაღები თანხა და მისი დახარჯვის გზები იქცა.

იდეის ავტორების განმარტებით, ამ სახის  სამუშაოები სასარგებლოა არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ - დამსაქმებლისთვის, რადგან...

„გაქვთ დაგროვილი საქმე, არ გყოფნით ადამიანური რესურსი? ამ ყველაფრის მოსაგვარებლად საუკეთესო დრო ზაფხულია, მაგრამ ამ დროს თქვენი თანამშრომლები შვებულებას იღებენ, საქმე კი კვლავ გასაკეთებელი რჩება... ჩვენ გამოგიგზავნით ახალგაზრდა, მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებიც შეგიმსუბუქებენ ყოველდღიურ საქმიანობას. შეასრულებენ იმ სამუშაოს, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანური რესურსისა და დროის სიმცირის გამო დაგროვდა. ფინანსური დანახარჯი - 0. თქვენ იღებთ შრომას, რომლის საფასურსაც სახელმწიფო ანაზღაურებს. დაგროვილი სამუშაო ქრება, თქვენი საქმეები წესრიგდება და თქვენ ამაში თანხებს არ ხარჯავთ.“

იდეა კარგად დაგეგმილი, ჩამოყალიბებული და გაწერილია, აი, ვაკანსიები კი ცოტა შეუფერებელი.

რეგისტრაციის გავლის დროს, დასწრების პრინციპმა შექმნა ისეთი უხერხული სიტუაციები, რომ... მამრობითი სქესის წარმომადგენლები მოხვდნენ, ბიბლიოთეკებში, სუსტი სქესის წარმომადგენლები კი - მშენებლობაზე. ბევრი ჩიოდა ასევე საიტის მიუწვდომლობაზეც.

ანა ვაშაყმაძე: „ძალიან მინდოდა ამ პროექტში ჩართვა, დასაქმება, გავეცანი ქუთაისის მერიის მიერ გამოყოფილ ვაკანსიებს, სამი საათის განმავლობაში ვცდილობდი დარეგისტრირებას, მაგრამ ყოველთვის რომელიღაც ეტაპიდან მაგდებდა. საბოლოოდ, დავუკავშირდი ჩემს მეგობარს თბილისში, ვთხოვე დახმარება და ოც წუთში სასურველ ადგილზე დავსაქმდი. მინდა გითხრათ, რომ ჩემს ირგვლივ საკმაოდ ხშირი იყო ასეთი ფაქტები.“

სოციალურ ქსელებში ახალგაზრდების ნაწილი სიხარულით აცხადებდა, რომ მას არ სჭირდებოდა სახალხო მარათონში ჩაბმა ერთი უბრალო მიზეზის გამო: მან სტუდენტური თვითმმართველობის დახმარებით ბევრად ადრე გაიარა რეგისტრაცია.

ასევე იყო განცხადებები: „კარგი რა, რას დაგვტანჯეს, ისეთს რას ვითხოვთ, დამლაგებლის ადგილსაც არ გვაძლევენ“, ნაწილი საკუთარი სტატუსით იმდენად გაღიზიანდა, რომ „დამლაგებლის ადგილი რომ მინდოდეს, ისედაც ვნახავდი, სკვერების დაგვას რაში ჭირდება იურისტის დიპლომი.“

მომქანცველი დღის შემდეგ, როდესაც ემოციები თითქოს მინელდა, ელექტრონული ფოსტის შემოწმებისას, სტუდენტებმა რეგისტრაციის ნომერი ვერ აღმოაჩინეს და ისევ ახმაურდნენ.

საბოლოოდ ყველაფერი კეთილი ზღაპრის სცენარით განვითარდა: დასაქმებულებს დასაქმება მიულოცეს, ქალიშვილის სარემონტო სამუშაოებზე მოხვედრით აღშფოთებულები კი რეგისტრაციის გასაუქმებლად საჭირო ინფორმაციით მოამარაგეს.

ასე რომ, ახალგაზრდები ერთნაირი წარმატებით შეასრულებენ გიდისა და არქეოლოგის ფუნქციებს, შეღებავენ, დაასუფთავებენ ქალაქის ქუჩებს, ჩამოაცილებენ და გააცილებენ ტურისტებს, აღწერენ მოსახლეობას, კეთილმოაწყობენ სკოლებს, უნივერსიტეტებს, აგვისტოს ბოლოს, კი  საკუთარი შრომით გამომუშავებულ თანხას სურვილისამებრ დახარჯავენ.

 

ნონა ქარციძე,

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1400
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია