დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დავით გამყრელიძე ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა
2012/03/16 15:13:27

16 მარტს ქუთაbსის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს განათლების სფეროს დღევანდელი სიტუაცია და ის რეფორმები, რომლის გატარებასაც „ახალი მემარჯვენეები“ აპირებენ.
„ვისარგებლე შემთხვევით და გადავწყვიტე, ახალგაზრდებს შევხვედროდი ქუთაისში, რომელთათვისაც ყველაზე აქტუალურია განათლების პრობლემა... აქ არის პროფესიული განათლების პრობლემა. ერთის მხრივ, არ არის ხარისხიანი განათლება, მეორეს მხრივ, არის ხელმისაწვდომობის პრობლემა. ძალიან ხშირია  შემთხვევა, როცა უმაღლეს სასწავლებელში ირიცხებიან სტუდენტები, მაგრამ ვეღარ სწავლობენ. ვისაუბრეთ ბიზნეს გარემოს განვითარებისათვის აუცილებელ ცვლილებებზე. სწორედ ბიზნესის განვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი ამ ახალგაზრდების დასაქმებას,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით გაგრძელდა. განიხილეს საკითხები, რომლებიც სტუდენტებს განათლების სისტემასთან დაკავშირებით აწუხებთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია