დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრის თემა - ქალაქის ეკონომიკური პოტენციალი
2012/03/16 13:05:46

დემოკრატიული მმართველობის ქუთაისის რეგიონალურ ოფისში საჯარო შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს ქუთაისის ეკონომიკურ პოტენციალზე. საჯარო შეხვედრაში ჩართული იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„მიმდინარეობს მუშაობა ქალაქის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე. პირველ რიგში, გამოვიკვლევთ, თუ რა პრობლემები აწუხებს ქალაქს, ხოლო შემდგომში დაიწერება სტრატეგიული გეგმა. ვფიქრობ, რომ ამ გეგმის შემუშავება სულ რამდენიმე თვეში დასრულდება, რომელშიც მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის გვერდით დგომა,“ - განაცხადა ეკონომისტ-ექსპერტმა კახა გვანცელაძემ.

„გრძელვადიანი დაგეგმარება საბიუჯეტო კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რითაც ქალაქის ბიუჯეტში, დაახლოებით, ნახევარმილიონ ლარამდე თანხის დაზოგვა იქნება შესაძლებელი. მსგავს შეხვედრებს ჩვენ მომავალშიც აქტიურად დავგეგმავთ, რათა  განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია,“ - ამბობს  ქუთაისის ეკონომიკური სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი.

ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებაზე სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ქუთაისის ტურისტული პოტენციალიც.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია