დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იყავი აქტიური მოსწავლე და მიიღე გრანტი!
2012/02/28 12:30:41

27 თებერვალს დემოკრატიული ჩერთულობის ცენტრში „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა PH international-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. Pპროგრამას მხარს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო  უჭერს.

სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი, საჯარო სკოლებმა უზრუნველყონ დამამთავრებელი კლასების ხარისხიანი სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, რათა მათ შეძლონ ნასწავლის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება,

ეს ყოველლივე მნიშვნელოვნად ჟღერს, თუმცა მოსწავლეს თუკი დაწყებით კლასებში არ ექნება მყარი საფუძველი, რამდენად შეძლებს იგი დამამთავრებელ კლასებში იმ ცოდნის გაღრმავებს  რაც მას დაწყებით კლასებში არ მიუღია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ბავშვი „ან“-ს არ ისწავლის „ჰაე“-ზე როგორ გადავა?!

,,ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. იმერეთის რეგიონში ის მოიცავს 125 სკოლას და დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილია ბოლო საანგარიშო წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განიხილება სამომავლო გეგმები“ - განაცხადა ქუთაისის განათლებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მიზნობრივი სკოლების და სამოქალაქო განათლების პედაგოგები, დირექტორები და ის ბავშვები, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტში.

გურანდა შანიძე, ქუთაისის 21-ე სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი: „ჩვენ სკოლაში სამოქალაქო გუნდი ჩამოვაყალიბეთ 2010 წლიდან, ამის შემდეგ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით ამ პროექტის ორგანიზატორებთან. თავიდან ბავშვები ნაკლებ აქტიურები იყვნენ, შემდეგ გავიარეთ ბევრი კონკურსი, მივიღეთ მონაწილეობა მცირე გრანტების პროექტში, განვახორციელეთ ორი პროექტი. სკოლაში შეიქმნა ვიდეო ლაბორატორია, რომელიც დაეხმარა ბავშვებს სხვა პროექტების განხორციელებაში.

ზაზა ზანგურაშვილი, 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე:

„მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ჩავერთე ამ პროექტში და ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, ვისწავლე, როგორ უნდა მოვაგვარო საკუთარი და ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების პრობლემები. ჩემი თავსი აღარ მრცვენია ისე, როგორც ადრე იყო“.

სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 500 პედაგოგის გადამზადება, 500 სკოლის დირექტორის ტრენინგი, პედაგოგთა წახალისების პროგრამები, სამოქალაქო ტრენინგები სოციალურ მედიაში, სასკოლო სამოქალაქო კლუბები, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკები, მოსწავლეთა სტაჟირების პროგრამები, მოსწავლეთა და პედაგოგთა პროექტები, 320 მცირე გრანტი და სამოქალაქო პორტალი.

თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის ეფექტურად განხორციელების მიზნით ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის საპროექტო ჯგუფი რეგულარულად ატარებს სამუშაო შეხვედრებს მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

პროგრამა PH international-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. Pპროგრამას მხარს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო  უჭერს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია