დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში 2451 ადამიანია 29 თებერვალს დაბადებული
2012/02/28 12:04:36

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 29 თებერვალს დაბადებული 2451 ადამიანი ცხოვრობს.

რეესტრის განცხადებით, ვინაიდან 29 თებერვალი 4 წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ამ დღეს დაბადებულებთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდა. მონაცემები საინფორმაციო–ტექნოლოგიების სამმართველოს ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ხარისხის ანალიზის განყოფილების სტატისტიკას ეყრდნობა.

29 თებერვალს დაბადებული ადამიანების უმეტესობა ძირითადად თბილისში არიან რეგისტრირებულნი, ხოლო რეგიონების მიხედვით იმერეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ყველაზე უხუცესი თბილისში ცხოვრობს, იგი 92 წლისაა. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც პირველად აღნიშნავს დაბადების დღეს სულ 75–ია.

29 თებერვალს დაბადებული ადამიანები მოსახლეობის  0,055 პროცენტს შეადგენს.  2451 მოქალაქიდან 1262 ქალბატონია, ხოლო 1189–მამაკაცი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია