დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას“
2012/02/20 12:38:57

ბუნებამაც იგრძნო, ალბათ,  სიკეთის დღე და 17 თებერვალს მზიანი დილა გათენდა. ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგმა“ აქცია გამართა სახელწოდებით „სიკეთის ეპიდემია“. აღსანიშნავია, რომ აქცია საქართველოში პირველად ჩატარდა, მისი მთავარი მიზანი იყო: „შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას“.

 

 

ეს იყო ადამიანებისთვის ერთგვარი ბიძგი სიკეთის კეთებისა. ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალურ ბაღში დაიდგა სიკეთის ხე და გამვლელებს, სიმბოლურად, კანფეტები დაურიგდათ, რომელზეც დამაგრებული იყო ფურცელი სხვადასხვა წარწერით, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს სიკეთე გაუკეთონ ერთმანეთს: მაგალითად: „დაეხმარე პატარას, თუკი მძიმე სასკოლო ჩანთა მიაქვს“, „დაეხმარე მოხუცს მძიმე ტვირთის გადატანაში“, „შეურიგდით და პატიება სთხოვეთ, თუნდაც დამნაშვე ის იყოს...“ „დააპურე ჩიტები...“ ამასთან დაკავშირებით სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის, „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარემ ნუგზარ კოხრეიძემ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა:

ნუგზარ კოხრეიძე: „დღეს არის სპონტანურად სიკეთის გამოვლინების საერთაშორისო დღე. საქართველო პირველად შეუერთდა ამ დღესასწაულს. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ გახდა ინიციატორი საქართველოში ამ ღონისძიების და მათ შორის ქუთაისში. გვინდა ადამიანებს , მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ მეტი სიკეთე აკეთონ და მეტი პოზიტიური ენერგია გადასცენ ერთმანეთს.“

აქცია 2010 წლიდან ხორციელდება უკრაინული ორგანიზაციის „სიკეთის ეპიდემიის“ ორგანიზატორობით. განვლილი ორი წლის მანძილზე, მასში მონაწილეობა ხუთასამდე დარეგისტრირებულმა მონაწილემ მიიღო. ქუთაისის გარდა, აქცია „სიკეთის ეპიდემია“ გაიმართა თბილისში, ახალქალაქში, მარნეულში, რუსთავსა და სამტრედიაში.

„დღეს ჩვენ აქ სიმბოლურად დავდგით სიკეთის ხე, რომელსაც ადამიანები შეამკობენ თავიანთი სურვილებით, ასევე ვარიგებთ კანფეტებს, რომელიც აქციის მთავარი სიმბოლოა, დავურიგეთ ქუჩაში გამვლელ ადამიანებს, მათზე დამაგრებული იყო ფურცლები, რომლებზეც ეწერა, მაგალითად: „გადაიყვანეთ მოხუცი გზაზე, დააპურეთ მტრედები.“ ეს აქცია აუცილებლად ჩატარდება მომავალ წლებშიც,“ - განაცხადა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგის“ წევრმა გიორგი ჯანელიძემ.

ადამიანები ღიმილით ხვდებოდნენ ამ ფაქტს და აქციის მსვლელობას უერთდებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ლელა გურეშიძემ ჩვენთან საუბრის დროს თქვა: „მივესალმები ამ დღეს, ძალიან კარგია, როცა სიკეთის დღეც დაარსდა და ადამიანებს მოუწოდებენ კეთილი საქმეების კეთებისკენ. მე მგონია, რომ ყოველი დღე სიკეთის უნდა იყოს, რათა ამით ბოროტებას ხელი შევუშალოთ ყოველდღიურობაში.“

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ცენტრალური ბაღიდან წერეთლის და თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით განაგრძეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1546
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია