დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი ქუთაისში
2011/12/26 14:27:00

24 დეკემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საგანმანათლებლო თანამშრომლობასთან  დაკავშირებით, მემორანდუმი გააფორმა. სასამართლოსა და ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს 2012 წლიდან მეტ მოტივაციას აძლევს პროფესიული უნარჩვევების განსავითარებლად.

იმავე დღეს უზენაესი  სასამართლოს  თავმჯდომარე ქუთაისის სააპელაციო  სასამართლოში  შეხვდა იმერეთში მომუშავე ჟურნალისტებს. მან წლიური  ანგარიში გააცნო მედიის მუშაკებს,. აუწყა, რომ გასულ წელს სასამართლომ სულ 85 ათასი საქმე განიხილა.

მისი თქმით, „ეს იყო უფრო მეტი საჯაროობის წელი, რამდენადაც ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, რომელიც სწორედ საჯაროობას უწყობს ხელს... ასევე ეს იყო მართლმსაჯულთა ამოქმედების წელი... უზენაეს სასამართლოში ჩაირთო სასამართლოს გადაწყვეტილების ელექტრონული საძიებო პროგრამა.ჟურნალისტებიც, სპეციალისტებიც და ყველა დაინტერესებული პირი შეუზღუდავად მიიღებს ყველანაირ სასამართლო  გადაწყვეტილებას...“

კოტე კუბლაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვებსაც, თუმცა თავისუფალი მედიისათვის გადაცემული პასუხები, აშკარად, ზოგადი იყო.

შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საზეიმო მიღება გამართა და მედიის წარმომადგენლებს დამდეგი შობა-ახალი წელიწადი მიულოცა.

 

ნანა ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია