დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სიგამხდრის კულტი
2011/12/19 12:54:02

„ბავშვებს ანორექსია ხშირად ძალდატანებითი კვების გამო ემართებათ“

 

„სილამაზე იხსნის მსოფლიოს“, - დოსტოევსკის ამ ფრაზას მრავალი წლის შემდეგაც მილიონობით ადამიანი უკეთებს ციტირებას. 21-ე საუკუნეში ფიზიკური სილამაზის სრულყოფილ წერტილამდე მიღწევა უკვე არა პრობლემასთან, არამედ ფულთანაა დაკავშირებული.

ბოლო პერიოდში ქართულ ტენდენციებში გაჩნდა ასეთი აზრი, რომ თუ არ ხარ ლამაზი და გამხდარი, ვერც მამაკაცისა და ვერც სამსახურის გემოვნებას დააკმაყოფილებ. სწორედ ამიტომ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები განურჩევლად ასაკისა, ყველანაირ ხერხს მიმართავენ და იცავენ დიეტას, რათა დააკმაყოფილონ სხვის მიერ შედგენილი ნორმები. მაგრამ ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში დიეტით შელამაზებული და შემსუბუქებული ახალი ცხოვრება სილამაზის ნაცვლად სიმახინჯესა და ავადმყოფობაში გადადის.

დიეტის დროს არავინ ფიქრობს მის გვერდით მოვლენებზე, რასაც ანორექსია ჰქვია. რა არის ანორექსია? ანორექსია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა. ის ხშირად წონის დასაკლებ დიეტებს მოსდევს. სიგამხდრის კულტი ახალგაზრდა გოგონებს აიძულებს ყველაფრის ფასად მოიკლონ ზედმეტი კილოგრამები. უფრო სიღრმისეულად, რომ ვთქვათ, ეს არის კვებითი ქცევის მნიშვნელოვანი მოშლა, რაც ძირითადად ნერვული აშლილობის ფონზე ვითარდება.

ის ჩნდება ზუსტად იმ ასაკში, როცა გოგონა იწყებს თავის გარეგნობაზე ფიქრს, ზრუნვას. თუკი იგი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა გარეგნობას, მაშინ დიდი რისკი არსებობს მისი გაჩენისა.

ანორექსიასთან ახლოსაა ბულიმია. ამ დროს ადამიანს არ ყოფნის იმდენი ნებისყოფა, რომ თავი შეიკავოს ჭამისგან. სამაგიეროდ, ყოველი მირთმეული გემრიელი საკვების შემდეგ ძალიან ნანობენ და ხელოვნურად იწვევენ ღებინებას, რომ საკვები ორგანიზმმა  არ გადაამუშაოს.

თავდაპირველად ავადმყოფი თავისი საქციელის მოტივსაც და გახდომის მეთოდებსაც მალავს. თავის ულუფა კერძს მალულად აგდებს ან ცხოველებს აჭმევს. მათ ძალიან სიამოვნებთ, როცა სხვა ჭამს ბევრს.

დაავადებულ ადამიანს წონის მატების პანიკური შიში აქვს, თუნდაც რომ სანტიმეტრებში გაზომო და უთხრა, საერთაშორისო სტანდარტებზე ნაკლები ხარო, მაინც არ დაგიჯერებენ. ასეთი ადამიანი ზიზღითაა განწყობილი საკვების მიმართ. საკვების მიღების წინ ითვლის კალორიებს, თავდაუზოგავად ვარჯიშობს მათ დასაწვავად და ვერც კი ამჩნევს, როგორ ჩნდება ძვალი და კანი.

ანორექსიით დაავადებულნი, ნორმალურ წონაზე 15%-ით ნაკლებს იწონიან და ეს რიცხვი თანდათან იმატებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს პროცესი ადამიანის გარდაცვალებითაც დასრულდეს.

მცირე ასაკის ბავშვებს ანორექსია ხშირად ძალდატანებითი კვების გამო ემართებათ. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საკვების მიღებისას აუცილებელი ზომიერების დაცვაა საჭირო.

ანორექსიის თანმდევი პრობლემებია: მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, გაუცხოება და ადამიანებთან კონტაქტის სურვილის გაქრობა, დეპრესია, გონებრივი და ფიზიკური ჰიპერაქტიურობა, რაც საბოლოო ძალების აბსოლუტურ გამოცლას იწვევს.

ნორვეგიელი მეცნიერები იკვლევდნენ წონის მკვეთრი კლების გავლენას ჯანმრთელობაზე და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შემთხვევათა 90%-ში ზომაზე მეტი სიგამხდრე იწვევს სიცოცხლის 8 წლის დაკარგვას.

მკურნალობა ძლიერი გახდომის შემთხვევაში სტაციონარული მკურნალობაა და ანორექსიით დაავადებული ადამიანი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ანორექსიის მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 1. ნორმალური წონის აღდგენა 2. მკურნალობა იმ ფსიქოლოგიური პრობლემების, რაც ანორექსიას თან ახლავს 3. ისეთი ქცევებისა და ფიქრების შეზღუდვა, რაც კვებითი აშლილობის მიზეზი შეიძლება გახდეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ეს დაავადება ძირითადად ვლინდება გოგონებში და მხოლოდ 10% შეადგენენ მამაკაცები.

ცნობისათვის, კვებითი ქცევის მოშლას უჩიოდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც არიან: პრინცესა დიანა, ოდრი ჰეპბერნი, ჯანეტ ჯექსონი და თქვენ წარმოიდგინეთ ელტონ ჯონიც კი. თუმცა მათ მოინდომეს და დაამარცხეს სენი.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა სანდრა ბალოკმა გახდომა ისეთი შემართებით დაიწყო, ახლობლები ააღელვა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავმა დიეტა ჭეწყვიტა, გახდომას მაინც განაგრძობს. როგორც მისი თერაპევტი ამტკიცებს, ვარსკვლავის სხეული ცხიმისაგან მთლიანად დაიცალა, რაც ანორექსიაზე მეტყველებს.

ექიმებმა დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამის მეუღლეს ქეთრინ მიდლტონს ნერვული ანორექსიის ნიშნები აღმოუჩინეს. ქეთრინმა გახდომა ჯერ კიდევ გათხოვებამდე დაიწყო და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ამჟამად ქეთრინი 48კგ. იწონის, მის სიმაღლესთან (1.75)შეფარდებით ძალიან გამხდარია. „2 თვეში ქეთრინი იმდენად გახდა, საქორწინო ბეჭედი ორჯერ დააპატარავებინა“ - ჰყვებიან მისი მეგობრები.

ანჯელინა ჯოლი წონაში საგრძნობლად იკლებს. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტის მშვენიერი მეუღლე ანორექსიის ზღვარზეა. მსახიობი დღეში 600 კალორიას იღებს. ადამიანს კი სიცოცხლისთვის დღეში მინიმუმ 1300კალორია ესაჭიროება.

8 წლის გოგონას, დედა 6 წელია დიეტაზე ამყოფებს, რადგან არ სურს ისე გასუქდეს, როგორც ერთ დროს თვითონ გასუქდა. ბავშვი მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს იღებს - ხილ-ბოსტნეულს, თევზს, ბურღულეულს... 1700კალორიის მაგივრად პატარა მხოლოდ 700 კალორიას იღებს დღეში. ექიმების აზრით, ასეთი კვება ბავშვის ზრდასა და ჰარმონიულ ცვლილებებს შეუშლის ხელს.

გოგონას სკოლაში სიგამხდრის გამო თანაკლასელი ბიჭები „კბილის საჩიჩქნ ჯოხს“ ეძახიან. მაგრამ მიუხედავად ამისა, გოგონა სულ სარკეში იყურება, ხომ არ გავსუქდიო.

ანორექსია განკურნებადია და სწორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკურნალობის შემდეგ, ადამიანი კვლავ უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას.

ვისაც უკვე აქვს ეს დაავადება, იმათ სჭირდებათ ინტენსიური ფსიქოთერაპიული და კვებითი დახმარება.

გოგონებო, გასაგებია, რომ „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“, მაგრამ დამერწმუნეთ, პრობლემა ზედმეტ წონაში კი არა, თითოეული ჩვენგანის თავშია. ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჩვენი სხეულები ისეთები, როგორსაც ვხედავთ და თუ მაინც და მაინც ლამაზად შეფუთვა გვინდა, ეს გარედან  მოვახერხოთ და არა შიგნიდან. თუ ჩვენ შევიზიზღებთ ზედმეტ კილოგრამებს და დავიწყებთ საკუთარი თავისა და სხეულის გვემას, ეს ყოველთვის არასასურველი შედეგით დასრულდება.

ამოტომ გახსოვდეთ, გაუფრთხილდით საკუთარ სხეულს, სიგამხდრე სილამაზის ერთადერთი ნიშანი არ არის, მამაკაცებს მრგვალი ფორმებიც ხიბლავთ. 

 

სალომე კოხრეიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1910
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია