დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„შეციებული“ პალმები აღმაშენებელზე
2011/11/28 12:23:58

აღმაშენებლის გამზირზე, 3 კილომეტრიან ხეივანში განთავსებული 300-მდე პალმა, ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ინიციატივით, საგულდაგულოდ იფუთება. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოტანისას აღნიშნეს პალმებს ზამთრის სუსხი არ ავნებს და მინუს 10 გრადუს ცელსიუსსაც კი გაუძლებსო, კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ, სინოპტიკოსების განცხადებით, მომავალ კვირებში ქუთაისში საკმაოდ დაბალი ტემპერატიურა იქნება, ამიტომ იძულებული იყვნენ, გამოენახათ საკმარისი თანხა და 300 პალმა საგულდაგულოდ, ზაფხულამდე შეეფუთათ.

„სკეპტიკური შეხედულების მიუხედავად, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა პალმების დარგვა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე. ალბათ, იცით, რომ განსხვავებული კლიმატური პირობების მიუხედავად, ერთი პალმაც არ დაზიანებულა. პალმები სიცივის მიმართ საკმაოდ ამტანები არიან, თუმცა ჩვენ მაინც ვგეგმავთ, ამ პალმების ბიაზით შეფუთვას, რაც, ჯამში 6 ათას 650 ლარი დაჯდება,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა. 

300 პალმა ცივ ზამთარს ბიაზით შეფუთული დაელოდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია