დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში პრეზიდენტს ცენტრალური პრესის წარმომადგენლები ელოდებიან?!
2011/11/22 13:08:04

დღეს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი. მიხეილ სააკაშვილი ქალაქს დღის ორი საათისთვის ეწვევა. თავდაპირველად პრეზიდენტი მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, შემდეგ მთავრობის სახლს გახსნის. ამის შემდეგ რამდენიმე კვირის წინ უკვე მერამდენედ რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე გაივლის და კოპიტნარში გადაინაცვლებს, სადაც აეროპორტის მშენებლობის ჩაუყრის საფუძველს. საღამოს მიხეილ სააკაშვილი  ქუთაისში მთავრობის სხდომას ჩაატარებს. როგორც  პრეზიდენტის პრეს-სამსახურის უფროსმა, ნათია ბანძელაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, სავარაუდოდ,  პრეზიდენტის  მიერ სხვადასხვა ობიექტების გახსნას ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან, არგუმენტი კი ასეთია: პრეზიდენტის გამოსვლა პირდაპირ ეთერში იქნება და შეგიძლიათ, იქ უყუროთ. რეგიონული პრესის წამომადგენლებისთვის რამდენიმე წუთით ადრე გახდება ცნობილი, დაიშვებიან თუ არა ისინი აღნიშნული ობიექტების გახსნაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია