დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბოროვოი: ივანიშვილის გარეშე საქართველო პუტინის რუსეთის გზას დაადგე
2011/10/31 12:33:50

ვალერია ნოვოდვორსკაია, კონსტანტინ ბოროვოი: ივანიშვილის გარეშე საქართველო პუტინის რუსეთის გზას დაადგება

დისიდენტი, ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია და ექსპერტი კონსტანტინ ბოროვოი ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლას აუცილებლობად მიიჩნევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, საქართველო იმ გზას დაადგება, რომლითაც "ვლადიმერ პუტინმა რუსეთი წაიყვანა".

ბოროვოის აზრით, "ივანიშვილი არ არის "კრემლის კაცი", იგი კარგა ხანია საქართველოშია და მიიღო გადაწყვეტილება, ჩაებას პოლიტიკაში. ის ბანდიტი არ არის, უბრალოდ, მეწარმეა. იგი უხერხულობამდე მდიდარია, საქართველოში კი ლაპარაკობენ, რომ ოლიქგარქებს სურთ საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდება".

"ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ვართ, მხარს ვუჭერთ ყველაფერს, რაც იქ ხდებოდა, ძალიან მოგვწონს ამ რევოლუციის შედეგი. რაც მოხდა, აუცილებელი იყო საქართველოსათვის და ამ პერიოდმა უკვე გაიარა. მაგრამ გვესმის, რომ თუ პოლიტიკაში ნორმალური პროცესები არ მოხდა, თუ იქ ლიბერალიზაცია და კონკურენცია არ იქნა, ეს უბრალოდ იქნება სხვა გზა იმისკენ, რაც პურინმა რუსეთში გააკეთა", _აცხადებს ბოროვოი და აღნიშნავს, რომ მეწარმეები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და მათი მონაწილეობა პოლიტიკაში სარგებლის მომტანია.

"ისინი რეალურად დამოუკიდებელი ადამიანები არიან, ასეთ ადამიანებს, თუ ისინი საქართველოს მტრების მიერ არ არიან მხარდაჭერილნი, უნდა ჰქონდეთ საშუალება პოლიტიკაში მოსვლისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა", _ აცხადებს ბოროვოი და აღნიშნავს, რომ აზრი იმის შესახებ, რომ მდიდარმა ადამიანებმა პოლიტიკაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, მისთვის შოკისმომგვრელია.

"ქართველებისგან არ ველოდი, რომ ისინი მეწარმე ადამიანის წინააღმდეგ წავიდოდნენ", _ აღნიშმავს ექსპერტი.

ნოვოდვორსკაია კი აღნიშნავს, რომ "სიმდიდრისადმი სიძულვილი აბსოლუტურად საბჭოური სტერეოტიპია".

"გასაგებია, რომ 70 წლის განმავლობაში ამას გვასწავლიდნენ, მაგრამ უნდა მივეჩვიოთ და პატივი უნდა ვცეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და გადასახადებს იხდიან. თუ თქვენ თავად არ შეგიძლით ამის გაკეთება, მით უფრო უნდა სცეთ პატივი ასეთ ადამიანებს", _ აცხადებს ნოვოდვორსკაია, რაზედაც ბოროვოი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ივანიშვილი სწორედ ისეთ ადამიანებს განეკუთვნება, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნა და გადასახადების გადახდა შეუძლიათ.

"იგი საქართველოში ყველაზე უფრო პატივსაცემი ადამიანი უნდა იყოს. ძალიან ცუდია, რომ დღეს დომინირებს ასეთი სოციალისტური განწყობილებები, მეტიც - ეს საფრთხისშემცველია. გზა, რომლითაც შეიძლება საქართველო წავიდეს და რასაც მას არ ვუსურვებ - ის გზაა, რომელსაც რუსეთი ადგას. გახსოვდეთ ეს და არ დაუშვათ ეს", _ აცხადებს ბოროვოი.

ghn.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1373
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია