დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„შავ-თეთრი ომი“ ვიქტორია ივლევას ობიექტივში
2011/07/11 13:03:39

5 ივლისს, დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიმართა რუსი ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის ვიქტორია ივლევას ფოტოგამოფენა „ომის აპოთეოზი“. მისთვის მთავარი ადამიანია და არა მოვლენა, შავ-თეთრი ფოტოები  ნათლად ასახავდა ამას.

 

იღებდა საქართველოსა და სომხეთში, ყარაბახსა და დნესტრისპირეთში, ტაჯიკეთში, ავღანეთში, უგანდაში, ანგოლაში, რუანდაში...

საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის მერე მოხვდა.

„პირდაპირ გასვენებაში აღმოვჩნდი. იქ ბევრი ჩემი კოლეგა იყო, რომლებიც თითქოს „ესროდნენ“ ფოტოაპარატებიდან მგლოვიარე ადამიანებს. მივხვდი, რომ ეს მიუღებელი იყო ჩემთვის - არც ერთი ფოტო არ ღირს იმად. ეს საქართველომ მასწავლა“. - ამბობს ვიქტორია ივლევა.

მას ეკუთვნის ასევე სიტყვები: „მე საქართველოში ვარ. არა ცეცხლითა და მახვილით, არამედ - სიყვარულით.“

ამჟამად „Новая газета“-ს სპეციალური კორესპონდენტია, მსოფლიოში ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 რეაქტორში. და 1991 წელს მისმა ფოტორეპორტაჟმა დაიმსახურა უდიდესი მსოფლიო კონკურსის   „worldPresPhoto“   პრიზი       „ოქროს თვალი“.

ქუთაისში გამოფენა შედგა 42 ფოტოსაგან, ექსპოზიციაში ჩართულია 1992-2005 წლების ფოტოები.

ორგანიზატორები არიან საქართველოსა და რუსეთის მშვიდობისმყოფელ ქალთა ალიანსის წევრები:

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ-ჰუმანიტარული  ფონდი  „სოხუმი“ (საქართველო), რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დონის ქალები“ (რუსეთი).

საგამოფენო დარბაზი თითქმის გაივსო დამთვალიერებლებით.

ჩვენ ამ გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს ნანა ჯიქიას ვესაუბრეთ:

ნანა ჯიქია: „ამ გამოფენის მიზანი ის არის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რამდენად არასასურველია ომი, არა აქვს მნიშვნელობა, ეს აფრიკის ქვეყნები იქნება, თუ სხვა. ჩვენ ამ გამოფენით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ არ არის საჭირო ვიომოთ; მთავარია, ვაშენოთ და ვაშენოთ მშვიდობა. როგორც ქალბატონმა ვიქტორიამ აღნიშნა, ეს ფოტოები გადაღებულია აფრიკის ქვეყნებში. ფოტორეპორტიორობა ნიშნავს - აკეთო შენი საქმე გულწრფელად და, მგონია, ამ ფოტოებში ჩანს კიდეც. ეს კიდევ ერთი მესიჯია საზოგადოებისთვის, არა - ომი, არა - ძალადობა.“

ჩვენთან  საუბრის  დროს  ფონდ „სოხუმის“  წარმომადგენელმა  ემა კამკიამ აღნიშნა:

„გამოფენის ფარგლებში, ქალბატონი ვიქტორია საქართველოში ჩამოვიდა, ის მოინახულებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს, შეხვდება უბრალო ადამიანებს, რომლებმაც თავის თავზე იწვნიეს საშინელი ომი. ამ გამოფენის იდეა დაებადა თვითონ ვიქტორიას, ეს ორ დაშორებულ საზოგადოებას ეხმარება იმაში, ერთმანეთი კარგად დაინახონ და ერთმანეთისკენ გზები იპოვონ, არ დაიკარგოს ის კარგი, რაც იყო მათ შორის. გამოფენა ნაჩვენები იყო თბილისში, ახლა ქუთაისშია, შემდეგ კი მიდის მოსკოვში.“ შავ-თეთრი ფოტოები ემოციურ განწყობას უქმნიდა დამთვალიერებელს, რადგან ნამდვილად ასახავდა იმ სწორი ხედვით დანახულ მოვლენებს, რომელიც არაერთი ქვეყნის, საშინელ წამად იქცა.

დამსწრეები არ მალავდნენ ემოციებს:

ნათია გელაშვილი: „ძალიან დიდი მადლობა ამ გამოფენის ორგანიზატორებს, საოცარი ფოტოებია. კი, მართალია, ომის შემდეგ გადაღებულია და ცოტა მძიმეა, მაგრამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.“

გაბრიელ ღაჭავა: „მომეწონა ეს გამოფენა. მართალია, არ არის პოზიტიური და ცუდ განწყობას იწვევს, მაგრამ ვთვლი, რომ კარგი ნამუშევარია.“

როზა ლუქსემბურგის სახელობის ფონდისა და ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის მხარდაჭერით, გამოფენა შედგა, უამრავმა ადამიანმა დაათვალიერა წარმატებული ფოტორეპორტიორის ნამუშევრები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია