დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თხოვნა „49+3“ - საფრანგეთის პრეზიდენტს
2011/07/11 13:02:40

ქუთაისელი ბესიკ ადამია მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალურ კლუბ "LLL" პრეზიდენტია. როგორც თავად ამბობს, მისი ორგანიზაცია სრულიად დაუფინანსებლად არსებობს და მცირე დატვირთვით, კეთილი ადამიანების დახმარებით მუშაობს ეთნო-კონფლიქტურ საკითხებზე. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის კუთხით წარმართა გარკვეული საქმიანობა, შექმნა სამშვიდობო ლოგო, საკუთარ ავტომობილზე კი მსოფლიოს 20 ენაზე განათავსა სიტყვა „მშვიდობა“.

როგორც ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, 2004-2005 წლებში საფრანგეთში იმყოფებოდა, იქ მას შეხვდნენ ქუთაისელი ახალგაზრდები - თამთა და ლევანი, რომელთაგანაც შეიტყო, რომ ელისეის მინდვრებზე, ეიფელის კოშკთან, არსებობს მშვიდობის კედელი. მერე კი ინტერნეტით აღმოაჩინა, რომ ამ კედელზე სიტყვა „მშვიდობა“ 49 ენაზეა დაწერილი, მაგრამ მათ შორის არ არის ქართული, სომხური და აზერბაიჯანული წარწერები.

2011 წლის 9 აპრილს ბესიკ ადამიამ წერილობით მიმართა საფრანგეთის მთავრობას, მის პრეზიდენტს (რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი კლუბის დაფუძნების დღეს, 28 იანვარსაა დაბადებული), რომ ზემოთ აღნიშნულ მშვიდობის კედელზე დაემატებინათ „მშვიდობა“ ქართულ ენაზე, ასევე იგივე წარწერა - სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. იქვე აღნიშნა, რომ ქართული დამწერლობა, სომხურთან ერთად, მსოფლიოს უძველეს 14 დამწერლობათა რიცხვში შედის.

„49+3“ - სიმბოლურად ასე მესახება ჩვენი, ქართველების ინიციატივა კავკასიური მშვიდობის დასაწყისისათვის და ასევე - ფრანგების პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის“, - აცხადებს ჩვენთან საუბრისას ბესიკ ადამია. ახლახან მან საფრანგეთიდან მიიღო პასუხი, - მისი თხოვნის რეგისტრაციის შესახებ (SCP/E & A/E038188, Le Chef de Cabinet, Guillaume lambert ).

აღნიშნულ თემაზე მხარდაჭერისთვის ბატონმა ბესიკმა წერილი ინტერნეტით გაგზავნა საქართველოს პრეზიდენტის საიტზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთში ჩვენს წარმომადგენლობასთანაც, თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1497
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია