დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შორაშიმი“ - ქართველი და ებრაელი ბავშვებისათვის
2011/06/27 12:16:35

17 ივნისს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართულ-ებრაული საბავშვო სტუდია „შორაშიმის“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. პატარა შემსრულებლებმა საბავშვო სიმღერები, ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ცეკვები შეასრულეს.

 

ქართულ-ებრაული ანსამბლი „შორაშიმი“ 2001 წელს ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ის ებრაელი ბავშვებისათვის დაარსდა, მოგვიანებით კი მათ ქართველი ბავშვებიც შეუერთდნენ, ანსამბლის შემადგენლობა გაიზარდა,  დაიხვეწა  და  სრულყოფილი  სახე მიიღო. სახელწოდებაც სიმბოლური აქვს - „შორაშიმი“ ქართულად ფესვებს ნიშნავს. ანსამბლის ხელმძღვანელობა სწორედ საბავშვო, ტრადიციული და პატრიოტული სიმღერებისა და ცეკვის სიყვარულს უნერგავს პატარა შემსრულებლებს. დაუღალავი შრომა და საქმის უანგარო სიყვარული არის პედაგოგთა მთავარი პრინციპი. „ჩვენ არ გვაქვს ამბიცია, რომ აქ ყველა პროფესიონალი შემსრულებელი გაიზრდება, ჩვენი სურვილია, აღვზარდოთ გემოვნებიანი მსმენელი“, - განაცხადა „ფესვების“ ხელმძღვანელმა მარინა რიჟინაშვილმა.

2009 წელს ერთ-ერთმა პედაგოგმა, მანანა ოთარიშვილმა, ანსამბლისათვის დაწერა მიუზიკლი „კონკია“, რომელმაც, როგორც ქუთაისში, ასევე მის გარეთაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

დაარსებიდან არც თუ დიდი ხნის  მიუხედავად, ანსამბლმა ბევრ ფესტივალსა თუ კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვა. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლის წევრმა მარი მამასახლისმა ვოკალში პირველი ადგილი დაიკავა, ამავე ფესტივალზე ისახელეს თავი მოცეკვავეებმა, 2008 წლის მარტში მოსკოვის მეთერთმეტე საერთაშორისო ფესტივალზე „დაანთე სანთელი“ მიუზიკლმა „კონკიამ“ გრანპრი დაიმსახურა, ასევე იყო ფესტივალები თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში, საიდანაც „ფესვები“ პრიზებით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა.

ანსამბლმა თავისი  არსებობის მანძილზე მრავალი თაობა აღზარდა და აზიარა საბავშვო ხელოვნებას, მათი ყოველი კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, პატარა შემოქმედები სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, ბავშვთა სოფლების აღსაზრდელებსა და თანატოლებს თავიანთი კონცერტებით ლამაზ დღეებს ჩუქნიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია