„ქალაქ ქუთაისის მერიაში ჟურნალისტების მიმართ რაიმე შეზღუდვა დაწესებული არ არის. ხოლო რაც შეეხება მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეების (მათ შორის ჟურნალისტების) შემოსვლას, იგი ხორციელდება „ქალაქ ქუთაისის მერიის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 15 ოქტომბრის №424 ბრძანებით განსაზღვრული წესით“, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქემ და მათ შორის ჟურნალისტმაც ერთჯერადი საშვი უნდა ამოიწეროს,“ - ნათქვამია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი გიორგაძის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ პასუხში.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი მედიასაშუალებების წამომადგენლებმა 13 ივლისს ქუთაისის მერიას მიმართეს განცხადებით, რათა მერიას აეხსნა ბოლო დროს ჟურანლისტების მერიაში შეშვებაზე უარის თქმის ფაქტები და ეპასუხა კითხვაზე, თუ რა მიზეზით არ უშვებენ ჟურნალისტებს საშვის გარეშე შენობაში.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ძალაში რატომღაც მხოლოდ 2012 წლის 11 ივლისს შევიდა. ჟურნალისტების უმრავლესობა აღნიშნულ ქმედებას მოახლოებულ წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.