დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა გაიმართა
2011/06/16 16:49:01

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა. ომბუდსმენი გიორგი ტუღუში ერთი საათის განმავლობაში აცნობდა პარლამნეტის წევრებს ანგარიშის დეტალებსა და რეკომენდაციებს. ანგარიში საკმაოდ მწვავე იყო. ძირითადი აქცენტი  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ დარღვევებზე იყო გაკეთებული. სახალხო დამცველმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბავშვთა სახლებში არსებულ მდგომარეობასა და მოსამართლეების მიერ არაკეთილსინდისიერ ქცევებზე.

ანგარიშის წარდგენისას ომბუდსმენი 26 მაისის აქციის დროს გამოვლენილ დარვევებსაც შეეხო. გარდა იმისა, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, დაფიქსირდა უამრავი ცემის ფაქტი ისეთ დროს, როცა უკვე დამნაშავე დაკავებული იყო და წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ ჰქონდა. „ვიდეოჩანაწერებიდან თვალნათლივ ჩანს დაკავებული პირების მიმართ არასამართლიანად მოქცევის წესები,“ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა და ხელისუფლებას მოუწოდა ამ შემთხვევებს სათანდო ყურადღება მიაქციოს. ომბუდსმენმა ასევე ისაუბრა „მედიაპალიტრაში“ მიმდინარე შემოწმებების შესახებ.

„ჩვენ საუბარი გვქონდა „მედიაპალიტრის“ ხელმძღვანელობასთან. მე შევხდი ბაია ცანავას, როცა სტუმრად ვიყავი რადიოში. თუ გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები, ამაზე შესაბამისი რეაგირება მექნება. თუმცა, მსგავსი რამ ჯერ სახეზე არ ყოფილა“, – აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

ოპოზიცია დიდი ინტერესით ელოდა ანაგრიშის განხილვას. ისინი თითქოს გამარჯვებული იერით უყურებდნენ უმრავლესობის წარმომადგენლებს. მათ მიერ  მთავრობის წინააღმდეგ გამოთქმული თითქმის ყველა მოსაზრება ომბუდსმენმა თავისი ანგარიშითა და ანგარიშში მოყვანილი კონკრეტული მაგალითებით განამტკიცა.

ანგარიშმა, რომელიც საკმაოდ მწვავე იყო, არამარტო ოპოზიციის, არამედ ყველას გასაკვირად, უმრავლეობის მოწონებაც დაიმსახურა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მადლობა გადაუხადეს გიორგი ტუღუშს გაწეული სამსახურისთვის და ეს მოვლენა დემოკრატიის ერთ-ერთ გამოვლენად შეაფასეს. „ეს არის ნიშანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა,“ – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

ოპოზიციის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ტუღუშის ანგარიშს „საბრალდებო დასკვნა“  უწოდა და ხათუნა კალმახელიძის იმპიჩმენტი მოითხოვა, თუმცა – უშედეგოდ.  სხდომათა დარბაზში მხოლოდ 33 დეპუტატი იმყოფებოდა და თანხმობა 7-მა განაცხადა. უკვე მესამედ მოხდა, როცა ოპოზიციამ მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა და ინიციატივა ჩავარდა დარბაზში დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობის გამო. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი სესიებისა, ომბუდსმენის მოხსენებას სხდომათა დარბაზში ჩვეულბერივზე ცოტა დეპუტატი ისმენდა.

კალმახელიძის იმპიჩმენტის გარდა, ოპოზიციამ სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე დადგენილების პროექტი შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე პუნქტიანია და კონკრეტულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„ანგარიშზე რეაგირება დემაგოგიით და ვიშვიშით კი არ უნდა მოხდეს, არამედ სისტემური რეაგირებით,"- აღნიშნა გოკა გაბაშვილმა. ლაშა თორდიას განცხადებით, უმრავლესობა ამ დადგენილების გაზიარებას არ აპირებს. 17 ივნისის პლენარულ სხდომაზე პარლამენტი უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილებას განიხილავს, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის ანგარიშს როგორც ცნობად, ისე მიიღებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია