დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ვინსტონიანი“ მესამეკლასელები
2011/06/13 13:06:56

„ქურდული ბაზარიც ჩამოვაყალიბოთ და ვატრიალოთ და ვატრიალოთ ხალხი ჩვენს ნებაზე“

 

სამარშრუტო ტაქსს ველოდებით. ჩვენს წინ ველოსიპედით დაქრის ექვსი ბავშვი, დაახლოებით მესამე-მეოთხეკლასელები იქნებიან. მათი უწმაწური ფრაზები გარკვევით გვესმის, თან ხმამაღლა „სტვენენ“... 

 

- ბიჭო, შენ „სირი“ ხარ, რა, რა დროს სკოლაა!

- დედაჩემი გამიბრაზდა! მამაჩემის ჩხუბის თავიც სად მაქვს.

- არ წახვიდე და ვსიო, ვინ ეკითხება დედაშენს და მამაშენს!

- რა ვი, კი ერევიან ჩემს საქმეში და...

დროდადრო გინება ისმის, ხან ერთმანეთს მიმართავენ, ხანაც - უმისამართოდ. ე.წ. საქმის გარჩევებიც იმართება. ზოგადად, მშობლებსა და შვილების თემაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი წითელმაისურიანი ბიჭი, რომელიც დაახლოებით 8-9 წლისა იქნება, ჯიბიდან სიგარეტს იღებს. „ვინსტონის“ მომხმარებელი ყოფილა! მისი მეგობრებიც აბოლებენ „ვინსტონის“ ღერებს, სკაბრეზული სიტყვების თანხლებით.

- სიმონ, დედაშენმა რომ დაგინახოს, რას იტყვის?

- რა უნდა თქვას, გაგიჟდება.

- დედაშენი, რიჟაა?

- დედაჩემს არაფერს ვეკითხები, შე ჩემა. დამინახოს რა!

- ჩვენ უკვე ხელში გვყავს მთელი ქვეყანა, მალე რევოლუციასაც მოვაწყობთ. ქურდული ბაზარიც ჩამოვაყალიბოთ და ვატრიალოთ ხალხი ჩვენს აზრზე!

ექვსივენი იცინიან.

პატარა ბიჭების გვერდით ახალგაზრდა გოგომ ჩაიარა.

რეპლიკები მრავლადაა:

- შენ რომ გხედავ, მავიწყდება ყველაფერი!

- ნამდვილი შორენაა.

- ღამე შორენასთან; მოიცადე, გოგო!

პატარა ბიჭები ისევ მობრძანდნენ ველოსიპედით. არც ავტომობილებს ერიდებიან, ყურს არ ათხოვებენ მათ გაბმულ სირენებს, უშიშრად დაქრიან.

- რა თვალებით მიყურებ, ბიჭო, რამეს მეუბნები? საქმის გარჩევა ხო არ გინდა? - მიმართავს სრულიად უცნობ ახალგაზრდას ერთ-ერთი ბიჭუნა.

უცნობი ჩქარი ნაბიჯით მიიწევს წინ, თან უკან-უკან იცქირება გაოცებული. ბავშვები მალე გაგვშორდნენ და თვალსაც მიეფარნენ.

***

მშობლების აუგად ხსენება, ქურდული მენტალიტეტისადმი თაყვანისცემა, სიგარეტის ნამწვი - ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დამეთანხმებით, ეს პატარა ბიჭები ასეთი ტემპით თუ ივლიან, სულ მალე სავალალო შედეგს მიიღებენ მათი ოჯახებიც და საზოგადოებაც.

ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ფსიქოლოგი ლალი ნაკაშიძე.

- საერთოდ, თვითდამკვიდრებისთვის, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, ბრძოლას ბავშვები იწყებენ 3 წლის ასაკიდან. „მე თვითონ“ - როცა ამბობენ პატარა, ნიშნავს, რომ პიროვნება საუბრობს, თუმცა ჩვენ მათ ხშირად ვტუქსავთ და იწყება აკრძალვები, რითაც ბავშვებს არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება.

ჩვენ ხშირად გვეშლება ბავშვებთან ურთიერთობა ზოგჯერ ვიღებდით, ან დრო არა გვაქვს. იმისათვის, რომ ბავშვს ავუხსნათ ამა თუ „აკვიატებას“ რატომ ვუკრძალავთ. პატარა კი ამას სახელს ვერ არქმევს, იმიტომ, რომ გაუთვითცნობიერებელია ყველა მისი მოთხოვნა, როცა ვერ ვუხსნით ჩვენს აკრძალვებს. ჩვენთვის, მშობლებისათვის, ყველაზე მთავარია ახსნა და აღნიშვნა კითხვაზე: „რატომ“. ხშირად პასუხს თავს იმიტომ ვარიდებთ, პატარები მაინც ვერ გაიგებენო.

დღეს, საერთოდ, ძალიან რთული მდგომარეობაა ზრდილობის და აღზრდის მხრივ იმიტომ, რომ ბავშვებს ისეთ სოციუმში უწევთ ყოფნა, სადაც ბებიები უვლიან, ისინი კი ძალიან რბილი დამოკიდებულებით გამოირჩევიან და სურვილებსაც უსრულებენ, კრიტიკისა და „აკრძალვების“ გარეშე.

ძიძაც ანალოგიურ სიტუაციაშია, მას უხდიან მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი არ დაზიანდეს და ფიზიოლოგიური მოთხოვნები დაუკმაყოფილოს აღმზრდელმა. მათ შორის კაპრიზული სურვილებიც შედის. ამ სამყაროში, სადაც დედა არაა შვილის გვერდით და, მითუმეტეს, ზოგჯერ არის, მაგრამ არ აცნობიერებს, როგორ უნდა მოუაროს შვილს, - კატასტროფულ შედეგებზე მივდივართ. არ შეიძლება, ბავშვებზე თქვან, ჯიუტები არიანო. სინამდვილეში, 2 წლის შემდეგ 3 წლამდე კრიზისი აქვთ. ამ დროს მშოელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს შვილის მიმართ, საჭიროა თბილი, მეგობრული და გრამატიკულად სწორი საუბარი.

ბუნებრივია, ბავშვს აქვს თავის ასაკის შესატყვისი სურვილები. აი, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ყელი სტკივა, ნაყინის ჭამა მაინც უნდა. ეს სურვილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ უნდა ავუსრულოთ. სამაგიეროდ, უნდა ავუხსნათ, რატომ ვერ ვაჭმევთ ნაყინს.

- რა აკვიატებები ახასიათებთ ხოლმე გარდატეხის ასაკის ბავშვებს?

- ხშირად ძალიან ლამაზი ბავშვები იცვლიან გარეგნობას, როგორც მათ უნდათ, არ არიან ისეთი ლამაზები, მაგალითად ცხვირი უგრძელდებათ. რაც სქესობრივი მომწიფების ნიშნებია. მათ კი სრულყოფილება ვერ დაინახეს სილამაზეში და უჩნდებათ კომპლექსი. გარდატეხის ასაკში მათ უნდა ავუხსნათ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება მათში ქალი და მამაკაცი. ინფორმაციის მოულოდნელობის შემთხვევაში იგი თვითდამკვიდრებას დამახინჯებული ფორმით ცდილობს, რასაც შემდეგ ვაწყდებით, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ქუჩაში. ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები დედას ახსენებენ ცუდად. როცა მათ ვეკითხებით, ასე რატომ იქცევიან, მპასუხობენ რომ ამითი საკუთარ სიმართლეს ამტკიცებენ. სამართლის გამოხატვის ასეთი ფორმა, რა თქმა უნდა, მიუღებელია. საერთოდ, ამ ასაკში ძალიან გამოკვეთილია ავტორიტეტი. მოზარდი ვიღაცას ბაძავს, მაგალითად - უფროსს ან მის მეგობარს. სასურველი და აუცილებელია, მიმბაძველი იყოს მისაბაძი და კარგი ადამიანი.

ბავშვს გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით სჭირდება მშობელი. ამ დროს სქესობრივი მომწიფება იწყება და გოგონას გვერდით აუცილებლად უნდა იყოს დედა, ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც მასში ხდება, უნდა აუხსნას დედამ და შვილის ნდობის მოპოვებაც აუცილებელია. ხშირად დარბიან ფსიქოლოგებთან. იმიტომ, რომ მშობელი ვერ იმსახურებს შვილის ნდობას და ბავშვი თავის თავში იკეტება, აქვს გაუცხოება, ამიტომ ხდება ამდენი პათოლოგია! სწორედ ამ პერიოდიდან იწყება არასწორი ცვლილებები მათში. ამ დროს ვაჟის გვერდით უნდა იყოს მამა და აუხსნას ის გაურკვეველი რაღაცეები, რაც მის თავს ხდება. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რასაც, რატომღაც, მშობლები ერიდებიან. რატომ? იმიტომ, რომ მერე გაუკუღმართებული მივიღოთ სქესობრივად? თუ ეს თანდაყოლილი დარღვევებია, ბუნებრივია, გასაგებია გადახრები. მაგრამ ამას ხელი არ უნდა შევუწყოთ. როცა მამრი და მდედრი შენს წინ ყალიბდება, მას ხომ სჭირდება აუცილებლად ხელშეწყობა. როცა ამ დროს მშობელი საზღვარგარეთ მიდის, მის საქმეს ვინ გააკეთებს? მესმის, ბუნებრივია მატერიალური მდგომარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს ხომ არ არის ყველაფერი?! გოგო-ბიჭებს აქვთ კარგი ტელეფონები, არაჩვეულებრივად ატარებენ დროს, საკმაოდ მდიდრულად. ენერგიას ხარჯავენ ოღონდ მიზანმიმართულად არა. და ვერ ყალიბდებიან პიროვნებებად.

სრულ ასაკამდე ახალგაზრდას მაგალითის მიმცემი უნდა ჰყავდეს. მშობლებს ძალიან ბევრი მოვალეობები აკისრია, რომელთა შესრულება, მარტივად რომ ვთქავთ, აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული შედეგები გვექნება.

ამ ბავშვების გამოსწორება კი, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუკი მშობლები დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ. სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია