დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
უცებ „ჩარაკრაკებული“ ანგარიშები საკრებულოს სხდომაზე
2011/05/30 12:42:26

25 მაისს ადგილობრივ თვთმმართველობაში საკრებულოს ?11 სხდომა ჩატარდა. 14 საათის ნაცვლად, დეპუტატები  14 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდნენ დარბაზში. თუმცა დიდი ხნით გაჩერება მაინც არ მოუწიათ. არ ვიცი საკრებულოს თავმჯდომარეს სად ეჩქარებოდა, რადგან მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს წარმოდგენილ ანგარიშებს ბოლომდე არც აკითხებდა, სიტყვას შუა გზაში აწყვეტინებდა და საკითხი უცებ გაჰქონდა კენჭისყრაზე. „თქვენ ყველას გაქვთ დარიგებული ანგარიში და ხომ იცით, იქ რა სწერიაო“ დაახლოებით ასეთ განმარტებას იძლეოდა ბატონი ამირან ხვადაგიანი. მაგრამ, დეპუტატების გარდა, დარბაზში უამრავი ხალხი იყო, შესაბამისად - მათთვის ბოლომდე არ იყო გარკვეული, რას ამტკიცებდა საკრებულო. უცებ „ჩარაკრაკებული“ სხდომა უცებვე დამთავრდა.

ქალაქის მთავარ ბიუჯეტს 40 ათასი ლარი დაემატა. მარტივი ტიპის მოედნების პროგრამისათვის 13, 7 ათასი ლარი; თვითმმართველობის მიერ აღებული ვალდებულების დაფარვა - 12, 3; სპორტის სასახლე - 14 ათასი ლარი, სამედიცინო დაზღვევის პროგრამა - 16, 1.

 

პირველი ანგარიში მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ვასილ მებურიშვილმა წარმოადგინა. საუბარი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ნორმატიული დოკუმენტების გამარტივებაზე იყო, რათა მოქალაქეებმა ადვილად აიღონ მშენებლობაზე ნებართვა. შეიცვალა კანონი გარე რეკლამასთან დაკავშირებით. როგორც ბატონმა ვასომ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:

„ადრე ხდებოდა რეკლამის განთავსებისთვის კონკრეტული მიწის ნაკვეთის გაიჯარება, ან გაყიდვა. „ბილბორდის“ განთავსებას სჭირდებოდა ძალიან მცირე ადგილი. თვითმმართველობამ მიიღო   გადაწყვეტილება,  მომხდარიყო   სანებართვო    რეგულირება,   აირჩია არა  გაიჯარების გზა. ჩვენი სამსახური ამზადებს გარე რეკლამის განთავსების პროექტს, რომელსაც წარვუდგენთ საკრებულოს დასამტკიცებლად, შემდეგ ცვლილებების სახით შედის დამატებითი ლოტები, ჩატარდება აუქციონი, და გამარჯვებული მოიპოვებს გარე რეკლამის განთავსების პირობას.

 ეს გათვლილია იმაზე, რომ დაცული იყოს მოქალაქე, ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება მოხდეს. სამართლიანობის პრინციპია დაცული, ადრე, ვინც ამ ბიზნესით იყო დაკავებული, სოლიდურ შემოსავალს იღებდა, ბიუჯეტი კი - მინიმალურს. ეხლა ეს ყველაფერი დაბალანსდება. მარტივი ხდება პროცედურაც. რადგან ვისაც სურს ბილბორდის განთავსება, მიდის გამარჯვებულ ფირმასთან და უდებს ხელშეკრულებს“.

საკრებულოს სხდომაზე საუბარი ე.წ. პასაჟის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხდომ გარე მოვაჭრეებს შეეხოთ.  როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს ტერიტორია კომფორტულად მოეწყობა მას შემდეგ, რაც საერთოდ აღარ იარსებებს გარე ვაჭრობა, ეს ადგილი იქნება ჩასმული ქალაქის ისტორიული ნაწილის მეორე ეტაპში, რომელიც სულ მალე დაიწყება. ამ წუთში მხოლოდ პრესით და საეკლესიო ინვენტარით ვაჭრობენ. ამ ეტაპზე მათ არაფერს სთავაზობენ ალტერნატიულს, რაც შეეხება გალანტერიით მოვაჭრეებს, როგორც ქალაქის მერმა, გიორგი თევდორაძემ განაცხადა:

„რამდენიმეჯერ შევხვდი მათ პირადად, შევთავაზეთ ალტერნატიული პირობები ტექსტილის წარმოებაში, ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში, სადაც იქნებოდა შესაბამისი ანაზღაურება, ასევე ორგანიზებული იქნა მათთვის შესაბამისი ადგილი, სადაც სამი თვის მანძილზე იქნებიან გადასახადის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ობიექტურები და მართლები ვართ მორალისა და კანონის მიხედვით. მათთვის რომელი პირობაც არის მისაღები, აირჩიონ, რაც შეეხება ე.წ. პასაჟის ტერიტორიას, აქ  გალანტერიით და სხვა საგნებით ვაჭრობა, ვიდრე მე ვარ ამ ქალაქის მერი, გარდა პრესისა და საეკლესიო ნივთებისა, სხვა საგნებით ვაჭრობა არ იქნება.. “

სხდომაზე ასევე მოხდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თითმმართველი ქალაქის - ქუთაისის ყინულის მოედნის “ დაფუძნებისა და მისი წესდების მიღება. ასე რომ ქუთაისს  ყინულის კიდევ ერთი მოედანი ექნება,  ამჯერად - ჯავახიშვილის ქუჩაზე.

ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაამტკიცეს ასევე ტრანსპორტის ადგილობრივი საქალაქო რეგულირების, სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედეგების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელმა საკრებულოში,  მამუკა მღვდელაძემ ტენდერში დამკვირვებლად მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. 

„შემპირდა მერაბ მეშველიანი, რომ ჩამრთავს ტენდერების საქმეში, კარგი იქნება, თუ თქვენც, - ჟურნალისტებიც და სხვა დაინტერესებული ადამიანები ჩაერთვებით. ახალი წესებით რომელიმე ფირმამ შეიძლება 1-დან 10 წლამდე მოიპოვოს სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ამიტომ თავიდანვე  ყველაფერი კარგად უნდა გავარკვიოთ. თუ მას შესაბამისი დაპირება არ გააჩნია, ჩავთვალოთ, რომ 2-3 წლის შემდეგ უფრო უარეს მდგომარეობას მივიღებთ, ვიდრე დღეს არის. რომ არ მოხდეს შემდეგ ცუდი ფაქტი და იმის გამო, რომ ტენდერში გამარჯვებული ფირმისთვის არაფრის თქმის შესაძლებლობა აღარ  გვქონდეს, ყურადღება უნდა მივაქციოთ დასაწყისშივე, - რამდენად გამართულ ტრანსპორტს წარმოადგენენ,  ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია სიბინძურე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მძღოლების არაკორექტული  დამოკიდებულება მგზავრების მიმართ.“

ბატონმა მამუკამ საკრებულოზე კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა, თუმცა აზრის დამთავრება არ აცალეს:              „სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებს აქვთ ძალიან დაბალი ხელფასი. არის საშუალება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ამით დაინტერესდეს, კვარტალში ერთხელ მაინც მათ პრემიები დაუნიშნონ. როცა 150 ლარს აძლევ ექიმს და სთხოვ დღე და ღამ უნდა იმუშაოო, თუ ამბობ, რომ უფასო მაქვს სასწრაფოო, მაშინ ხელფასიც უნდა გადაუხადო ექიმებს. თავად ექიმებმა მთხოვეს, რომ გამეჟღერებინა საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხით დაიწერება, დაინტერესდებიან. სხდომას კი მიხურავენ, მაგრამ თქვენ, ჟურნალისტები, გაიგებთ და დაწერთ. ვიღაც, იმედია, დაინტერესდება, თუნდაც ხელისუფლებამ ქულები ჩაიწეროს, მთავარია, ექიმებს გადაუწყვიტონ ეს პრობლემა.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, საკრებულოს სხდომის შემდეგ მამუკა მღვდელაძემ.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, მან ხმამაღლა განაცხადა, რომ აღმაშენებლის გამზირი, სადაც რამდენიმე კვირის წინ, უამრავი ხე მოჭრეს და სადაც ველობილიკებს აკეთებენ, „ყველაზე საუკეთესო ადგილი იქნება ჩვენს ქალაქში“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია