დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
26 მაისს დაგეგმილი აღლუმის ჩატარების ადგილი არ შეიცვლება
2011/05/25 12:47:46

პარლამენტში ტრადიციული ბიუროს სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წევრები არ დასწრებიან. არც ლევან ვეფხვაძე დაესწრო მის მიერვე მრავალჯერ მოთხოვნილი ომბუდსმენის ანგარიშის განხილვის თარიღის დამტკიცებას.

მთელი კვირის განმავლობაში განსახილველი საკითხების შემდეგ ბიუროს წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გამართულ აქციებს გამოეხმაურნენ. ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ამ აქციებთან დაკავშირებით არავითარი მოლოდინი არ აქვთ. ლაშა თორდიამ აქციების განმავლობაში მომხდარ დაპირისპირებეზე გაამახვილა ყურადღება. „ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მიმდინარე მანიფესტაციებში გამოიკვეთა საშიში ტენდენცია ჟურნალისტებზე ზეწოლის სახით. მომიტინგეები ერთის მხრივ მედიის თავისუფლებას ითხოვენ და მეორეს მხრივ თავად ახორციელებენ უხეში ფორმით ზეწოლას,“ – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის თვმჯდომარე.

 

დავით ბაქრაძე: ეს საქართველო არ არის ის საქართველო, რომ ვინმემ შეძლოს პროცესის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაყვანა. ამ ქვეყანაში უზრუნველყოფილია აზრის გამოხატვა. საქართველო არის დემოკრატია. მაგრამ დემოკრატიას აქვს მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი. ეს არის კანონის დაცვა და წესრიგი, რასაც ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოფს. ასევე მესამე ელემენტი სხვისი აზრის პატივისცემაა. კარგი იქნება თუ ჩვენ კანონის ფარგლებში შევძლებთ აქციების გამართვას და სხვისი აზრის პატივისცემას.

 

პაატა დავითაიამ სამართალდამცველ ორგანიების მიმართა თხოვნით რომ გამოიძონ ნებისმიერი ძალადობრივი აქტი,რაც ამ მანიფესტაციებს დროს მოხდა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხირდან მოხდა ქმედება,- განაცხადა დავითაიამ.

 

დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ 26 მაისს დაგეგმილი აღლუმის ჩატარების ადგილი არ შეიცვლება. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებსა და საზოგადოებას წინასწარ მიულოცა 26 მაისი დღესასწაული.  

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1501
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია