დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„რამდენადაც იცი კანონი, იმდენად დაგიცავს ის შენ“
2011/05/09 15:16:04

ინტელექტუალური შრომა ფიზიკურ შრომაზე გაცილებით რთულად ითვლება,   ფიზიკური შრომა თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია, ინტელექტუალური კი - გამორჩეულებს. ინტელექტუალური შრომის შედეგად მიღებული ნაყოფი მნიშვნელოვან და მრავალჯერადია. ამიტომ არის, რომ ავტორებს ხშირად უხდებათ საკუთარი ნაწარმოებების დაცვა სხვათა მიერ მისაკუთრებისგან.

 

 

„საავტორო უფლებები“ იყო ძირითადი თემა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში 5 მაისს გამართულ შეხვედრაზე. აქ დეტალურად განიხილეს კანონი, თავისი ყველა ნიუანსით.

საქართველოში ამ საკითხზე ბოლო დროს ხშირად საუბრობენ. ჩვენთვის საინტერესო დეტალების გასარკვევად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს,  თამარ ფაჩულიას მივმართეთ.

თამარ ფაჩულია: არსებობს კანონი საავტორო უფლებების შესახებ, რომელიც რეგულირებულია. კანონმდებლობის შესაბამისად, საავტორო უფლებები ვრცელდება ნებისმიერ ნაწარმოებზე, რომელიც არის ინტელექტუალური შრომის შედეგი: კომპიუტერულ პროგრამებზე, მხატვრულ ნაწარმოებებზე, მუსიკალურ კომპოზიციებზე, ბრაილის შრიფტით შექმნილ ნაწარმოებებზე და ა.შ. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეაზე,  გერბზე, ჰიმნზე, ზოგადად სახელმწიფო სიმბოლიკებზე. ჩვენ ვიცით, რომ მათ ჰყავთ ავტორები, მაგრამ მათი საავტორო უფლების დაცვა არ ხდება. საავტორო უფლება ასევე არ ვრცელდება ადმინისტრაციულ აქტებსა და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე.

რაც შეეხება ამ კანონის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ეს არ არის საქართველოში აქტუალური საკითხი. შესაძლებელია, იმ მიზეზით, რომ თავად ავტორებმა არ იციან თავიანთი უფლებები, სამართალშეგნების დონეა დაბალი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კანონი არ არსებობს. კანონშემოქმედების პროცესი არის მუდმივი განგრძობადი პროცესი, ამ კანონში, შესაძლებელია, იყოს ცვლილებები შეტანილი და კანონი მოერგოს საზოგადოებას. ამიტომ არის აუცილებელი საზოგადოების აქტიურობა.

- უშუალოდ თქვენთვის თუ მოუმართავთ საავტორო უფლების დარღვევისთვის? 

- ჩვენთან მოვიდა მოქალაქე, რომელმაც დაწერა კომპიუტერული პროგრამა. ამ პროგრამის დაპატენტებაც უნდოდათ. ჩვენგან მან მიიღო კონსულტაცია, მაგრამ შემდეგ სურვილი აღარ  გამოთქვა, რომ წასულიყო სასამართლოში და იქ დაეცვა თავისი საავტორო უფლებები. მომართვები ხშირია, რაც შეეხება სასამართლო დავებს, საია-ს ქუთაისის ფილიალს უშუალოდ არ ჰქონია, თბილისის ოფისს კი ასეთი შემთხვევები ჰქონდა. 

- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

- არსებობს პროფესიული კავშირები, ისინი მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ კანონი ყველასთვის იყოს ცნობილი. აუცილებელია, მოხდეს ავტორთა სამართლებრივი დონის ამაღლება. შემოქმედი ისეთი ტიპია, შეიძლება, კანონთან არ იყოს ახლოს, ამიტომ ყველა კავშირს უნდა ჰყავდეს იურისტი, რომლებიც მათ უფლებას დაიცავს.

- ადამიანმა, რომელიც რაიმე ღირებულს შექმნის, პირველ რიგში რა უნდა გააკეთოს?

- რამდენადაც იცი კანონი, იმდენად დაგიცავს იგი შენ! ავტორებმა  უნდა იცოდნენ, რაზე ვრცელდება საავტორო უფლებები, როგორ ხდება საქპატენტში რეგისტრაცია, თუმცა კანონი უშვებს, რომ რეგისტრაცია ყველაფერზე სავალდებულო არ არის,

- ასეთ შემთხვევაში, რა პრობლემები ჩნდება?

- ავტორმა შეიძლება ვერ დაამტკიცოს, რომ ნაწარმოები მისია.

- როცა სახლის პირობებში ხდება, მაგალითად, კასეტის გადაწერა და შემდეგ მისი გამოყენება-გაყიდვა, როგორ ეკისრება გადამწერს პასუხისმგებლობა?

- როდესაც ნაწარმოები საჯაროდ იქნება მოსმენილი, აუცილებლად უნდა ჩანდეს, ავტორი ვინ არის. გამავრცელებლებს იმ შემთხვევაში მოეკითხებათ პასუხი, თუ გამოყენებიდან რაიმე სარგებელი ექნათ. ასეთ შემთხვევაში ავტორმა უნდა მოითხოვოს სარგებლიდან პროცენტი. მთავარია, რას მოითხოვს ერთი მხარე მეორისგან, შეიძლება საჯაროდ ბოდიშის მოხდითაც დაკმაყოფილდეს, ასევე - აღიარებით იმისა, რომ ხდებოდა მისი საავტორო უფლებების შელახვა.

- ხშირად გვესმის ამა თუ იმ პროდუქციასთან დაკავშირებით  მიმართვა: „შეიძინეთ „ჰოლოგრამიანი“ ნიშნით.“..

- ეს არის სასაქონლო ნიშანი, რომელიც დაპატენტებულია, ხმისჩამწერი სტუდიები ამით საკუთარ თავს უწევენ პოპულარიზაციას, ერთგვარად კანონიც არის დაცული. გადაწერა - ეს არის სამართალდარღვევა, მაგრამ იმ ტიპის არა, რომ ის ბოლომდე იქნას აღმოფხვრილი, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობს, და იარსებებს მანამ, სანამ იქნება პროდუქციაზე მაღალი ფასები. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოების მსყიდველუნარიანობაზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია