დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს მოქალაქეობა ბოლო 6 წლის განმავლობაში 25 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო
2011/04/28 14:48:02

2010 წელს რუსეთში მცხოვრებ 5 040 ადამიანს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, 2004-2011 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 25 314 ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს. 

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, 2008-2009 წლებში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს მოქალაქეობის მსურველთა რაოდენობა შემცირდა. თუმცა 2010-2011 წლები კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის  განცხადებით, მიგრაციული ტენდენციები ცალსახად ნეგატიურ მოვლენად არ განიხილება.  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით,  ეთნიკური პრინციპით არ ახარისხებენ მოქალაქეობის მსურველებს, თუმცა შევსებული ანკეტებიდან აშკარაა, რომ მათი უმეტესობა ეროვნებით ქართველია.
– 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 4 პირს მიენიჭა. 2010 წელს კი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 5 735 ადამიანმა მიიღო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა.  ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საქართველო 80-90-იან წლებში დატოვეს, – აღნიშნავს გიორგი გაბრიელაშვილი, –  მათი უმეტესობა მოდის რუსეთიდან და ისრაელიდან. ბოლო წლების სტატისტიკით, ასევე უკრაინიდან, საბერძნეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და ირანიდან ბრუნდება ყველაზე მეტი ადამიანი. ირანიდან მიგრირებულ მოსახლეობას, ძირითადად, ე.წ. ფერეიდნელი ქართველები შეადგენენ, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა.  დანარჩენი ქვეყნებიდან კი ის ადამიანები ბრუნდებიან, ან იღებენ საქართველოს მოქალაქეობას, რომლებმაც ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგეს.

ნუგზარ წიკლაური:  „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სააგენტოსა და ჩვენი კომიტეტის თანამშრომლობა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოვახერხოთ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მთელი რიგი პროცედურების გამარტივება.“

სამოქალაქო რეესტრის მიერ დანერგილმა დისტანციურმა, ანუ ონლაინ რეჟიმებმა, კიდევ უფრო გაუადვილეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მოქალაქეობის მიღება და შესაბამისად მსურველთა რიცხვიც გაიზარდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია