დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ენდრო - კენჭოვანი დაავადებების და ნიკრისის ქარის წინააღმდეგ
2011/04/27 12:20:48

ენდრო გრძელფესვურიანი, ოთხწახნაგოვანღეროიანი, მრავალწლიანი ბალახია. ფესურებიდან მშრალი ღერო ამოდის, რომლის სიმაღლე 60-100 სმ აღწევს, მომწვანო-ყვითელი, წითელი ყვავილებით ჰყვავის ივნისიდან, ბურთივით მრგვალი, 5-9 მილიმეტრიანი ნაყოფი კი აგვისტოში მწიფდება.

ენდროს ფესვები და ფესურები შეიცავს ოქსიმეთალს და ოქსიაეთრაქინონისაგან წარმოებულ 6%-მდე გლუკოზიდებს. გარდა ამისა, მასშია ჰექტოვანი შაქრები და მთრთილავი ნივთიერებები, ორგანული მჟავეები და სხვა. მათ გააჩნიათ დიურეტული და სპაზმოლიტური თვისებები.

დაკვირვებით დადგენილია, რომ ენდროს პრეპარატები ფოსფორმჟავას და სხვა მარილებს ორგანიზმიდან გამოდევნის, აგრეთვე ოქსალატების, ფოსფატების და ურიატების გახსნას უწყობს ხელს, რაც ამ პრეპარატებში ანტრაგლიკოზიდების შემცველობითაა განპირობებული.

ფესვები გამოიყენება თირკმელსა და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ. იგი თანდათან აფხვიერებს და შლის თირკმელების და საშარდე ბუშტში დაგროვილ კენჭებს. ენდროს გავლენით ორგანიზმიდან გამოდევნილი ქვები პრიალა ზედაპირიანია, შეღებილია მოვარდისფრო-წითლად, იფხვნება. ენდროს გავლენით შარდი წითლად იღებება. დოზირება დამაკმაყოფილებლად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ შარდი მოვარდისფრო, მოწითალოდ იღებება, შეღებვა სამ საათში იწყება მიღებიდან და მთელ დღეს გრძელდება, საშუალო დოზის მიღების შემთხვევაში.

ენდროს ფესვურაში არსებული გლიკოზიდების გახლეჩვით მიიღება საღებავი ნივთიერებები: ალიზარიანი, ქსანტოპურინი, რუბიადინი და სხვა, რომელიც ძალიან გამძლე წითელი ფერის საღებავია.მისგან შეღებილი საგნები ასი წლის განმავლობაშიც კი არ კარგავს ფერს.

საოჯახო პრაქტიკა: 100 გრ. დანაყილ ენდროს ფესვებს და ფესვურებს დავასხათ 100 გრ. სამედიცინო ან ღვინის სპირტი და ჰერმეტულად დავხუროთ, 10 დღით შევინახოთ ბნელ, გრილ ადგილზე, ჭურჭელი აუცილებლად უნდა იყოს მინის. შემდეგ სპირტს გადავიღებთ ცალკე ჭურჭელში, ხოლო ენდროს დავასხამთ 50 გრ. ზეითუნის ზეთს და ავადუღებთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, გაგრილების შემდეგ გავფილტრავთ და გადავიღებთ სპირტიან ჭურჭელში. პრეპარატი მზადაა. კენჭოვანი  დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება 4-5 წვეთი შაქარზე, 30 წუთით ადრე ჭამამდე, ან 0.25 გრ. თბილ წყალში გახსნილი.

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია