დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევკალიპტი საჯარო პრაქტიკაში
2011/04/18 12:41:55

ევკალიპტი სწრაფად მზარდი, მარადმწვანე, 50-70 მეტრი სიმაღლის ხეა, მძლავრი ფესვთა სისტემითა და მკვრივი მერქნით. ბუნებრივად გავრცელებულია ავსტრალიასა და კუნძულ ტასმანიაზე. კულტივირებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლში. სამეურნეო გამოყენება, მერქნის გარდა, ქერქსაც აქვს, რომელიც შეიცავს მთრთიმლავ ნივთიერებებს. მისი ნედლი ფოთლები შეიცავს 0.73-1.26% ეთერზეთ ცინეოლს. ცინეოლი დამღუპველად მოქმედებს მუცლის ტიფის და სხვა დაავადებების გამომწვევ მიკრობებზე, ამიტომაა, რომ ევკალიპტის ნარგაობაში ჰაერი პათოგენური მიკრობებისგან თითქმის სრულიად სტერილიზებულია.

ევკალიპტის ზეთი და ფოთლების ნაყენი ანტისეპტიკური თვისებების გამო ფართოდ გამოიყენება, როგორც საინჰალაციო საშუალება სასუნთქი გზების დაავადების, ლარინგიტის, ტრაქეიტის, კატარალური და ჩირქოვანი ბრონქიტის და ფილტვების განგრენის დროს; აგრეთვე ინფექციური ჭრილობების, კანზე გამონაყარის და წყლულების მოსაბანად.

ხალხურ მედიცინაში ევკალიპტის ზეთიც გამოიყენება. მას, მენთოლის მსგავსად, მაანესთეზირებელი, სისხლძარღვშემვიწროვებელი, ანთების საწინააღმდეგო და, ნაწილობრივ, ანტისეპტიკური თვისება გააჩნია.

ევკალიპტის 5 გრ. დაქუცმაცებული ხმელი ფოთოლი ერთ ჭიქა  წყალზე ცხელი ნაყენის სახით გამოიყენება ბრონქიტისა და ბრონქიალური ასთმის დროს. ამავე დაავადების დროს უფრო ეფექტურად მოქმედებს ევკალიპტის ეთერზეთი ინჰალაციის წესის გამოყენებით. ევკალიპტის ეთერზეთი სხვა ეთერზეთებთან V პროცენტობით 2/100-ზე (სკიპიდარის, ქაფურის და სხვა) ერთად ეფექტურად მოქმედებს გაციებით გამოწვეულ დაავადებებზე და რევმატიზმის წინააღმდეგ.

საოჯახო პრაქტიკა: ნედლი ევკალიპტის დაქუცმაცებული ფოთლებით გავავსოთ ნახევარლიტრიანი მინის ქილა,დავასხათ მზესუმზირის ზეთი, ჰერმეტულად დავახუროთ თავსახური და შევინახოთ ბნელ და ცივ ადგილას ორი კვირის განმავლობაში.შემდეგ ზეთი გადმოვღვაროთ ცალკე ჭურჭელში. დარჩენილი მასა გადავიტანოთ ემალირებულ ქვაბში და ვადუღოთ 5-10 წუთი და შემდეგ გავწუროთ.გაფილტრული სითხე დავაბრუნოთ ზეთშენახულ ჭურჭელში და ეთერზეთიც მზადაა.

ხმელი ევკალიპტის ფოთლები დავაწყოთ ყუნწებით ერთ მხარეზე და შევკრათ კონებად (თითო კონაში 10-15 ფოთოლი), შემდეგ 5-7 კონა შევკრათ ერთად და მივიღებთ ცოცხისებრ დიდ კონას. ემალირებულ ჭურჭელში ჩავასხათ 2-3 ლიტრი წყალი და ვადუღოთ ევკალიპტის კონასთან ერთად 15-20 წუთის განმავლობაში. გაგრილების შემდეგ  თბილ ევკალიპტის კონას ავიღებთ და ქვედა კიდურებზე მასაჟ-კომპრესის სახით ვიწყებთ ცემას 20-25 წუთის განმავლობაში, შემდეგ შევიმშრალებთ და თხელ ფენად გადავისვამთ ჩვენს მიერ მომზადებულ ეთერზეთს. ეს მეთოდი აპრობირებულია და კარგად მოქმედებს კანის ბზინვარებაზე, სოკოვანი დაავადებების განკურნებაზე, ცუდი სუნის, ოფლის ნეიტრალიზებაზე.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1619
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია