დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მუზეუმმა სიმდიდრის მხოლოდ ნაწილი გამოაჩინა
2011/04/18 12:37:08

14 აპრილს ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში საყურადღებო გამოფენა გაიხსნა.

საექსპოზიციო დარბაზში წარმოდგენილი იყო ხელნაწერი წიგნების, ძველნაბეჭდი წიგნებისა და სახვითი ხელოვნების ფონდების უნიკალური ნიმუშები. ამ ფონდების ხელმძღვანელებმა ციცინო მუმლაძემ, მაია ქებულაძემ და ნინო სარავამ ქუთაისის მუზეუმის სიმდიდრე გააცნეს სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ: თანამედროვე ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მწერალი რეზო ჭეიშვილი, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი, მერი გიორგი თევდორაძე, საკრებულოსა და მერიის, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. მრავალრიცხოვან დამთავლიერებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა უძველესმა ხელნაწერმა და ბეჭდურმა წიგნებმა, ხატებმა, უნიკალურმა დაფარნამ (გარდამოხსნა), ხელნაწერების ფერადმა ფოტოასლებმა. ეს მასალა, რომელიც თემატურად ეხმიანებოდა ქართული ენის დღესა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ცხადყოფს, რა საუნჯეა დავანებული ფონდებში. როგორც მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა ომარ ლანჩავამ აღნიშნა, გამოფენაზე გამოიტანეს ექსპონატთა მხოლოდ მცირე ნაწილი, ის, რისი დატევაც შეიძლებოდა ამ დარბაზში.

ფონდებში დაცული საგანძურის სრული ხილვის შესაძლებლობა საზოგადოებას მხოლოდ მაშინ მიეცემა, როცა სამუზეუმო სივრცე გაფართოვდება და ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს - კულტურის ამ საუკუნოვან კერას - ნორმალური, თანამედროვე ჭერი ეღირსება. სწორედ ამას უსურვებდნენ ერთმანეთს იმ დღეს მუზეუმის თანამშრომლებიც.

გამოფენა 2 მაისს დაიხურება.

 

ნანა დვალიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია