დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სახალხო კრების“ კომიტეტებში კუდ-ის აგენტები გამოავლინეს
2011/04/08 12:24:50

„სახალხო კრების“ ოფისში დღეს გამართული საგანგებო ბრიფინგის თემა წინააღმდეგობის კომიტეტებში აღმოჩენილი ხელისუფლების მიერ შემოგზავნილი კუდ-ის აგენტების გამოაშკარავება იყო. ბრიფინგი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა და შტაბის უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ჩაატარა.

მთელი პრესკონფერენციის მანძილზე ეკრანზე გადიოდა ერთი აგენტის მიერ მეორესთან სკაიპით მიმოწერის კადრები. ესენი არიან გლდანის კომიტეტის წევრი ლაშა ამირიძე და ვაკის კომიტეტის აქტივისტი ალექსანდრე ასათიანი.

„ეს არის ერთ-ერთი იმ მასალათაგანი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა აღმოჩენილი, მინდა ყველას ვუთხრა, რომ არც ჩვენ ვსხედვართ უმოქმედოდ და ყველა კომიტეტის პულსზე გვიდევს ხელი, რადგან ჩვენთვისაც ცნობილია, რომ 2 მაისამდე მსგავსი აგენტურული ქსელი კიდევ უფრო გააქტიურდება და ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები გახშირდება“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

[10.02.2011 23:22:23] aleqsi says: maita siebi.

[10.02.2011 23:22:53] aleqsi says: yvelaperi dazipe da ise gamomigzavne.

[10.02.2011 23:23:40] lasha says: (think)

[10.02.2011 23:23:52] aleqsi says: fleshkaze rom daikopire.

[10.02.2011 23:24:06] aleqsi says: dazipe da 1 pailad gamoushvi.

[10.02.2011 23:28:20] lasha says: ok

[10.02.2011 23:28:24] aleqsi says: :)

[10.02.2011 23:40:35] lasha sent file "sachiro.rar" to members of this chat

[10.02.2011 23:40:50] lasha says: (think)

[10.02.2011 23:40:56] aleqsi says: gaitisha.

[10.02.2011 23:41:31] lasha sent file "sachiro.rar" to members of this chat

[10.02.2011 23:41:46] aleqsi says: (bow)

ჩანაწერში ჩანს| რომ ლაშა ამირიძეს კუდის თანამშრომელი ვინმე გიორგი აძლევს დავალებებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ. მისი დავალება კომიტეტის წევრთა სიები, ასევე დაგეგმილი ღონისძიებები და ჩატარებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციაა.

[16.02.2011 16:35:46] lasha says: gaskda tavi amati dedaaaaaa

[16.02.2011 16:35:47] aleqsi says: (rofl)

[16.02.2011 16:35:56] lasha says: m.....n me da mtelma nac modzraobam

[16.02.2011 16:36:05] lasha says: (happy)

[16.02.2011 16:36:14] aleqsi says: bijo SKYPES istoria ar amogigdon

[16.02.2011 16:36:21] lasha says: (rofl)

[16.02.2011 16:36:22] aleqsi says: chartuli rom grcheba xolme.

[16.02.2011 16:36:26] aleqsi says: prtxilad iyavi.

[16.02.2011 16:36:27] lasha says: damaskdnen y....

[16.02.2011 16:36:37] aleqsi says: mere  KUD-i gagidebs.

[16.02.2011 16:36:45] aleqsi says: ase rom prtxilad iyavi.

„ეს არ არის ერთადერთი მასალა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ და რა მეთოდებით ებრძვის ხელისუფლება სახალხო კრებას“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა ბრიფინგზე.

[24.02.2011 14:55:56] aleqsi says: ai giorgim tu gitxra iyavi sadac xaro :D

[24.02.2011 14:58:54] lasha says: (whew)

[24.02.2011 14:58:58] lasha says: 100 larad ara?

[24.02.2011 14:59:03] aleqsi says: xo :D

[24.02.2011 14:59:10] aleqsi says: 50 dagimatebs.

[24.02.2011 15:02:00] lasha says: :)

„ასეთი აგენტები არიან, შემდეგ იარაღს და ნარკოტიკებს რომ დებენ ოფისებში და აბსოლუტურად სუფთა ადამიანები ხდებიან მათი მსხვერპლი. ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მათი მხრიდან ინფორმაციის გატანა, რადგან ჩვენთან არაფერი ხდება დამალული, ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ბათიაშვილმა.

 

„სახალხო კრების“ პრესსამსახური

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1397
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია