დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გუგავას „კოჭოიების“ დანაშაულის არ სჯერა
2011/04/06 16:49:47

5 აპრილს ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ოფისში, ამავე პარტიის აღმასრულებელი მდივანი გიორგი გუგავა და პაატა ჯიბლაძე იმყოფებოდნენ, სადაც 28 მარტს ქუთაისში არშემდგარი ტერორისტული აქტის შესახებ პრესკონფერენცია გამართეს.

„ქუთაისში, მათ შორის ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვითომ ტერორისტული აქტის აღკვეთის ფაქტი იყო, მორიგი პროვოკაცია, დაგეგმილი სააკაშვილისა და მერაბიშვილის სპეცსამსახურების მიერ, რაც ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: პოლიტიკური ოპონენტების, ლეიბორისტული პარტიის დატერორების მცდელობას და მომავალში საზოგადოების აზრის შემზადებას კიდევ განსახორციელებელი ტერორისტული აქტებისთვის, რაც თავად მიხეილ სააკაშვილმა თავის კომენტარშივე განაცხადა: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება. აღნიშნული ფაქტი მიზნად ისახავდა შიდა უმწვავესი პრობლემებიდან საზოგადოების ცნობიერების და აზრის გადართვას საგარეო საფრთხეებზე, რაც დამახასიათებელია ყველა დიქტატორული და ავტოკრატული მმართველობისთვის. როდესაც ქვეყანაში ამდენი შიდა პრობლემა, ამ დროს, გვიქმნიან გარეშე მტრის ხატს და აუცილებლად მას აბრალებენ ამქვეყნიურ თუ იმქვეყნიურ ცოდვებს. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს პროვოკაცია, ხოლო ამ ყველაფრის შემსრულებელი „კოჭოიები“ არ დაელევათ დასაჭერად“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

გუგავას თქმითვე, ამ მოვლენებს წინ უძღოდა ტერაქტების სერია; ერთ-ერთმა მათგანმა გამოიწვია მათი პარტიული აქტივისტის ნინო გორდეზიანის გარდაცვალება, თუმცა ამ საქმის ძიება დღემდე გასაიდუმლოებულად მიმდინარეობს. ასევე ისაუბრეს იმ დეტალებზე, რომელიც, მათივე განცხადებით, ააშკარავებს აღნიშნული ინციდენტის ინსცენირების ფაქტს.

„გამორიცხულია, დღისით, მზისით ვიღაც კოჭოიები, თანაც წითელ პერანგში გამოწყობილები, ხალხმრავალ ადგილებში ამონტაჟებდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს და ეს ვერავინ შენიშნოს. ამას შეიძლება ვუწოდოთ კოდური სახელწოდება „ქუთაისი გადამწვარა, რერო“. იმდენად სულელურად შეთხზული და თეთრი ძაფით ნაკერი საქმეა, ყველასთვის ადვილად მისახვედრია, რაშიც არის საქმე. ისიც აღსანიშნავია, რომ ქუთაისის მერიის ასაფეთქებლად კრემლიდან არავინ მოვიდოდა, ან რა სტრატეგიული ობიექტია ქუთაისის მერია, რომელიც გავსებულია უსაქმურებით, რა შედეგი უნდა მიეღოთ?“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1372
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია