დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი სიხარულიძე: „ქუთაისმა არ იცის, რამხელა საგანძური აქვს“
2011/03/28 12:44:39

ლადო მესხიშვილის 150 წლის სახელმწიფო-აკადემიურ თეატრს  შენობის განა

ხლება ეღირსებაერთ საღამოს თეატრს გვერდით ჩავუარე. ჩემი ყურადღება სახანძრო მანქანებმა მიიქცია... შემეშინდა, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი, თეატრის სავალალო მდგომარეობის შესახებ კარგად ვიცოდი, მაგრამ ხანძრის გაფიქრებამაც კი ძალიან შემაშინა. მეხანძრეების გარდა, ვერავინ რომ ვერ დავინახე, გამიკვირდა... გავიკითხე... და მონაყოლმა თეატრის ორიგინალური შენობის შექმნის ისტორიამდე მიმიყვანა...

 

 

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობა უნიკალური და მიმზიდველია. მრავალი ათეული წლის წინათ  შ.თავაძის მიერ შექმნილი მაკეტი ნამდვილად ორიგინალური იყო. შენობის  სახურავზე დიდებული წყლის ფარდა უნდა ყოფილიყო, შადრევნები, ასასვლელები,როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე - მანქანებისთვის. სახურავზე უნდა გაკეთებულიყო საზაფხულო სცენა... მაგრამ პროექტის ავტორი 1937 წელს დახვრიტეს, მშენებლობა კი პროექტის მიხედვით აღარ დასრულდა. ამიტომ აუზი  დარჩა. ახლა, ქალაქში თუ სადმე ხანძარია, თეატრიდან მარაგდება მანქანები. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს თეატრის შენობაზე - სად გაგონილა, რომ სახანძრო სამსახურების გამართული მუშაობა კულტურის ამ თვალსაჩინო კერასთან იყოს დაკავშირებული? ნესტი განსაკუთრებით აზიანებს საძირკველს.

ლადო მესხიშვილის თეატრი დღესდღეობით სავალალო მდგომარეობაშია. შექმნის შემდეგ აქ რემონტი არ ჩატარებულა. ქვას თავისი დაავადება აქვს, იშლება. სახურავი გაფუჭებულია, წყალი ჩამოდის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელიწადს  ადმინისტრაცია სპექტაკლიდან შემოსული  თანხებით არემონტებს სახურავს, ეს ძალიან მწირია, ვერანაირ კლიმატურ პირობებს ვერ უძლებს - ვერც ძლიერ ქარს და ვერც თოვლს. წყალი ჩამოდის ყველგან, განათება ძველია, სკამები დახეული და რამდენჯერმე გადაჭედილია, მაყურებელი სპექტაკლის დროს ხშირად ძირს ვარდება. თეატრში არ არის წყალი, ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა, გაყვანილობა, ვენტილაცია, არ არსებობს გათბობა, არ არსებობს ისეთი სახანძრო სისტემა, რომელიც თეატრშიც საჭირო. მსახიობები გაუსაძლის პირობებში იკეთებენ გრიმს, ოთახში ცვივა ჭერი, აყრილია იატაკი...

საბედნიეროდ, თეატრში იდგმება ისეთი სპექტაკლები, რომლებიც ანშლაგით მიმდინარეობს, „ბამბაზიის სამოთხის“ დაახლოებით 30-მა წარმოდგენამ ანშლაგით ჩაიარა, აქედან შემოსული თანხით გაკეთდა მუზეუმი, მცირე სცენა, გარემონტდა თეატრის სცენა.

 

***

ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი თეატრისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო. სარემონტო სამუშაოები, დაახლოებით, მაისში დაიწყება და სამ ეტაპად ჩატარდება. თეატრის შესახებ სასაუბროდ მმართველს, გიორგი სიხარულიძეს ვესტუმრეთ.

„ასეთ მდგომარეობაში იყოს ეს თეატრი, სირცხვილია.. ამ ქალაქს, ქართულ კულტურას არ ეკადრება. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ეს არის ქართული კულტურის მონაპოვარი, რომელსაც აქვს ძეგლის სტატუსი, უნიკალური ნაგებობაა, რომლის ბადალიც არა მარტო საქართველოში, ევროპაშიც ცოტაა, მაგრამ, რა დღიდანაც თეატრმა დაიწყო ფუნქციონირება, რემონტი არ გაკეთებულა, ყველანაირი რესურსი უკვე ამოიწურა, კატასტროფულ მდგომარეობაშია. გუბერნატორი, ბატონი ლაშა მაქაცარია დაგვპირდა, რომ უშველიდა ამ საგანძურს. ყველანი გახარებულები ვართ, რომ, როგორც იქნა, დაადგა საშველი. ბუნებრივია, თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ, რაც დაიგეგმება და გაკეთდება, მნიშვნელოვანია, ხარისხიანად გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოინახება თანხა, რადგან დიდია დაინტერესება და სურვილი. ეს თეატრი დაემსგავსება თანამედროვე თეატრს. ტრადიციებით უნიკალურია.

 

ფარდის მიღმა

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი დასი, გვაქვს საუკეთესო რეპერტუარი, ამას მე ხმამაღლა ვამბობ. ვმონაწილეობთ თბილისის საერთაშორისო ფესტივალებში, სადაც მსოფლიოდან ჩამოდიან და უყურებენ ჩვენს სპექტაკლებს, პრესაშიც და ტელევიზიაშიც ერთხმად აღიარებენ, რომ ეს არის უნიკალური თეატრი. ახლაც ბრიტანელები აპირებენ ჩამოსვლას. როცა იგებენ, რომ ქუთაისის თეატრი 150 წლისაა, უფრო მეტად ინტერესდებიან. აქ მოღვაწეობდნენ ქართული თეატრის  კორიფეები, ყველა ვარსკვლავი, რეჟისორი, მსახიობი თუ მხატვარი აქ იყო, აქ დაიბადა მარჯანიშვილის თეატრი, ეს იყო ბათუმ-ქუთაისის თეატრი, ქუთაისი ოდითგანვე კულტურის დედაქალაქი იყო და თეატრი ამ დედაქალაქში - კერა, სადაც ყველა გენიოსი იყრიდა თავს. ჩვენი ყველაზე დიდი მოვალეობაა, რომ ეს საგანძური შევინახოთ და მოვუაროთ, უნდა განვავითაროთ ისე, რომ დააკმაყოფილოს თანამედროვე ევროპული სტანდარტები.

დასში გვყავს ისეთი დონის მსახიობები, რომლებსაც ნებისმიერ თეატრში მიიღებდნენ. მსახიობები თუ რეჟისორები ერთხმად აღიარებენ, რომ მესხიშვილის თეატრის დასი ოდითგანვე და დღესაც არის ძალიან კარგი. გვყავს სამი ვარსკვლავი : ევა ხუტუნაშვილი, ანზორ ხერხაძე, ერემო სვანაძე, შესანიშნავი ახალგაზრდები, (არ მინდა, რომ დავაკონკრეტო ვინმე). ჩვენ გვყავს მიზნობრივი ჯგუფი, თეატრი არ ივსებოდა ახალგაზრდა მსახიობებით, ჯგუფი არ არსებობდა თეატრალურ უნივერსიტეტში, შევეხმიანე რექტორს და გაკეთდა მიზნობრივი ჯგუფი. ხელმძღვანელი მე ვარ, მომავალ წელს ეს ბავშვები ამთავრებენ და შესანიშნავი ახალი თაობა გვეყოლება. გამორჩეული ტექპერსონალი გვყავს, ისინი არიან გმირები, რადგან აქ შტანგეტები (დამჭერები) არ ვარგა, არ არსებობს  ლიფტი, რომლითაც დეკორაცია უნდა ამოვიდეს, გაუსაძლის პირობებში მუშაობენ ასევე მსახიობებიც, ხელის დაბანის საშუალებაც არა აქვთ.

 

თეატრი ”ალიან პროდუქტიულია 

ძალიან დიდი ხანია გასტროლზე არ ვყოფილვართ. ამ რემონტთან დაკავშირებით ცალკე საგასტროლო რეპერტუარს ვგეგმავთ, მაგრამ თეატრი გააგრძელებს მოღვაწეობას, არა მარტო ქუთაისში, არამედ - თბილისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, თელავში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იქნება გასვლები საზღვარგარეთ. მე არ მინდა, წინასწარ ვთქვა, მაგრამ გვაქვს  ძალიან კარგი მიწვევები, როგორც კი კონკრეტულად დავადგენთ თვეს და რიცხვს, აუცილებლად შეგატყობინებთ.

თეატრი ძალიან პროდუქტიულია, ორი კვირაც არ არის, რაც გვქონდა პრემიერა „გოდოს მოლოდინში“, ეს ძალიან ცნობილი პიესა, პაატა მილორავამ დადგა და თბილისიდან ჩამოვიყვანეთ კინომსახიობთა თეატრის ცნობილი მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე. არ ჩერდება თეატრი, სულ რეპეტიციებია,  რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რიგით სპექტაკლებზე რომ შეიხედოთ, სავსეა დარბაზი...

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოდის თეატრში.

ქუთაისელი მაყურებელი - ეს ძალიან მოარული თემაა თეატრალებისთვის. რამაზ ჩხიკვაძემ თქვა ერთხელ: ქუთაისში თუ მიიღეს ჩემი სპექტაკლი, მთელ მსოფლიოში გარანტირებული წარმატებები აქვსო. აქედან გამომდინარე, ყველა ნერვიულობს, რომ ქუთაისში ჩამოდის, რაღაცა აქვს ეტყობა ამ მაყურებელს, სხვა გემოვნების საზომი, სხვა მოთხოვნებს აყენებს, ამიტომ ყველა განიცდის კონკრეტულად ქუთაისში თამაშს.

მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ქუთაისმა მართლა არ იცის, რამხელა საგანძური აქვს, ჩვენი თეატრის სახით. უნიკალური! ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ აქ ვარ, მე ვეუბნები ჩემს დასსაც, რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელი უფლის, რომ ამ კონკრეტულ ეტაპზე ვითვლებით მესხიშვილის თეატრის დასის წევრებად. რომ გადავხედავ, ვინ მოღვაწეობდა აქ, რა ისტორია აქვს თეატრს, ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ამ თეატრის ხელმძღვანელი ვარ.

 

მარადიული დღესასწაული

„თეატრი არის დღესასწაული! როდესაც გაიხსნება ფარდა, მაყურებელი ყოველთვის ელის სასწაულს, სპექტაკლშიც ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაყურებელს შევთავაზოთ არაორდინარული,  რასაც არ ელოდება. თეატრის დანიშნულება ჩემთვის ის არის, რომ აქ მოსული მაყურებელი გააკვირვო, გააოცო, დააფიქრო, აატირო, გააცინო, კიდევ უფრო შეაყვარო. ეს უნდა გააკეთო ძალიან საინტერესოდ, რომ ის არ ელოდებოდეს. მისთვის რომ საინტერესო იყოს, ის უნდა გახდეს თანამონაწილე, დღესასწაულის, სასწაულის, იმიტომ რომ ეს მაინც ხელოვნებაა,  ოდნავ ზევით არის, დაშორებულია მიწას. როდესაც სცენის ფიცარნაგზე ადიხარ, იქ დედამიწას ოდნავ მოწყვეტილი ხარ. მსახიობი ყოველთვის ცდილობ, გააკეთო ის, რაც არა გაქვს რეალურ ყოფაში და რისი სურვილიც გაქვს. მაყურებელიც ამის სანახავად მოდის, - ნახოს ის, რაც მას აწუხებს, სტკივა. აუცილებელია, რომ შენ შეეხმიანო და გაითვალისწინო მაყურებლის მოთხოვნა, სოციალური იქნება თუ სხვა პრობლემები, უამრავი პრობლემაა ადამიანის ცხოვრებაში, თეატრის დანიშნულებაც რა არის? რომ ამაზე ესაუბრო ადამიანს და გააოცო. ჩემთვის თეატრი არის ამისთვის მოწოდებული. ფარდა რომ გაიხსნება, რაღაც იდუმალი სამყარო იშლება მაყურებლისთვის. ხომ არ იცის მან, რა ხდება სცენის მიღმა? საინტერესო რამეები ხდება კულისებში, რამდენი ადამიანი ემსახურება მსახიობებს: ჩამცმელები, სცენის მუშები, გამნათებლები, ტექნიკური რეჟისორი, უამრავი ადამიანია სცენის მიღმა, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ სპექტაკლს. ამ საოცარი სამყაროს ხილვის დროს, როდესაც იწყება მხატვრული სახეებით მეტყველება და აზროვნება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ გავაოცოთ მაყურებელი, შევთავაზოთ ის, რასაც არ ელის.

 

რატომ უნდა უყუროს ადამიანმა სპექტაკლებს?

აუცილებლად უნდა უყუროს, ეს მეტყველებს მის კულტურაზე,  მის გემოვნებაზე, აღზრდაზე, ეს ისეთივე აუცილებელია, როგორც  დილით ხელ-პირის დაბანა. თეატრი ერში არის ერთგვარი ტაძარი, სულიერი ტაძარი, აქაც ხდება კათარზისი, განწმენდა, აქაც ხდება საუბარი ხელოვნების კუთხიდან მხატვრული სახეებით, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

 

***

ირველად წარმოდგენა ქუთაისში 1861 წელს გაიმართა გიორგი ღოღობერიძის ინიციატივით. ეს იყო გიორგი ერისთავის კომედიაგაყრა“. 1885 წელს, კოტე მესხის ხელმძღვანელობით, ქუთაისში საბოლოოდ დამკვიდრდა მუდმივმოქმედი დასი, როგორც პროფესიული თეატრი. ლადო მესხიშვილი, რომლის სახელსაც ატარებს თეატრი, მას სათავეში ჩაუდგა 1896 წლიდან. ქუთაისში დაიწყო არსებობა და აქ შექმნა განუმეორებელი სპექტაკლები უბრწყინვალეს ქართველ მსახიობთა დასმა კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით, რის საფუძველზეც შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ჩამოყალიბდა. სწორედ აქ დაიდგა     ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ, წმინდა ქალწული, კაკალ გულში, ბეატრიჩე ჩენჩი, ურიელ აკოსტა, რომლებშიც მონაწილეობდა ქართული სცენის უბრწყინვალესი თანავარსკვლავედი: ვერიკო ანჯაფარიე, უშანგი ჩხეიძე, თამარ ჭავჭავაძე, სესილია თაყაიშვილი, შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი...

ქუთაისის დრამატული თეატრის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტებია: 1940 წ. თეატრისათვის ლადო მესხიშვილის სახელის მიკუთვნება; 1955 წლის 5 ნოემბერს თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის გადასვლა არქიტექტორების შ.თავა´ისა და მ.შავიშვილის პროექტით ნაგებ შენობაში, რომელიც ქალაქის არქიტექტურის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს; 2000 წ. აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭება; 2007 წ. - „მცირე სცენის“ გახსნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1527
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია