დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კულტურული დიპლომატიის“ ახალი ნაბიჯი
2011/03/14 13:59:28

მემორანდუმი ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის

2009 წლის თებერვალში ამერიკისა და კავკასიის ასოციაციამ (USCA) წამოიწყო კულტურულ-დიპლომატიური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უნივერსიტეტების დამეგობრებას.

2010 წლის აპრილში  ხელი მოეწერა პარტნიორულ თანამშრომლობას ქალაქ ქუთაისის მერთან და ამით საფუძველი ჩაეყარა „კულტურული დიპლომატიის“ პროექტს. ეს პროექტი გულისხმობს საქართველოსა და ამერიკის ქალაქებისა და რეგიონების დამეგობრებას, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აგრეთვე ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ და კომერციულ გაცვლებს. სწორედ ამ პროექტის პირველი ნაბიჯი გახლავთ ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული მემორანდუმიც ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა  და ქუთაისის უნივერსიტეტთან 2010 წლის 13 აპრილს.  

„ჩვენი უნივერსიტეტი ამ დრომდე, ძირითადად, ფოკუსირებას ახდენდა სამხრეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონების სტუდენტებზე, ახლა კი საშუალება მოგვეცა, შევთავაზოთ ჩვენი კურსები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების სტუდენტ-ახალგაზრდობას. ჩვენ დიდად მადლიერები ვართ  USCA-სა და მისი მმართველების.“ - აცხადებს აღნიშნული პროექტის შესახებ  HPU-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯონ კერნსი.

„ჩვენს სტუდენტებს ეს პარტნიორობა საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო განათლება, გაიღრმავონ ცოდნა და გლობალური მოქალაქეობის განცდა. ამავე დროს, ჩვენს უნივერსიტეტს საშუალება ექნება მოახდინოს პროფესორ-მასწავლებლების ურთიერთგაცვლა. ეს ყოველივე წარმოუდგენელი იქნებოდა USCA-ს დახმარებისა და, კერძოდ, მისი თავმჯდომარის შოთა მხეიძის გარეშე, რომელმაც პირადად უხელმძღვანელა ამ პროექტს,“ - აცხადებს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი ქალბატონი ლელა ქელბაქიანი.

USCA-ს თავმჯდომარის შოთა მხეიძის თქმით: „ეს პროექტი მიზნად ისახავს ორი რეგიონის (ჰავაის და იმერეთის რეგიონების) მჭიდრო თანამშრომლობას. კურსდამთავრებული სტუდენტები სამშობლოში  დაბრუნების შემდეგ დიდ როლს შეასრულებენ ჯანსაღი სამოქალაქო აზრის ჩამოყალიბებაში და ამასთანავე იქნებიან ინფორმირებულები და გადამწყვეტუნარიანი მოქალაქეები. აკადემიური სარგებლის გარდა, ამ პროექტს ექნება ასევე ეკონომიკური სარგებელიც ორივე ქვეყნისთვის. მასპინძელი ქვეყანა მიიღებს შემოსავალს სტუდენტის გადასახადიდან და მაღალი კვალიფიკაციის კადრებს. სტუდენტები დაბრუნდებიან ახალი იდეებით, უნარჩვევებითა და პირადი კონტაქტებით, რომელიც გამოყენებული იქნება ქვეყნის სასიკეთოდ.“

USCA-სთან მოლაპარაკებების შედეგად, ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, განაცხადი გააკეთონ სტიპენდიაზე, მაგალითად, ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის შესაძლებელია  80%-მდე ფასდაკლება, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებისათვის კი-50%-მდე ფასდაკლება.

როგორც შოთა მხეიძე ამბობს, ამ პროექტის შემდეგი ნაბიჯი იქნება ერთობლივი მაგისტრატურის პროგრამის ჩამოყალიბება, სახელწოდებით „გლობალური ტურიზმის მენეჯმენტი“. ეს იქნება უნიკალური პროგრამა, რადგან სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, შეისწავლონ წყნარი ოკეანის, შავი ზღვის, კასპიის ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონების ტურიზმი.

ნათია ჯულაყიძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1392
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია