დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის მთავრობამ ღვაწლმოსილი დედები დაასაჩუქრა
2011/03/03 17:12:31

დედის დღე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა მრავალშვილიან და რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა დედებს მიულოცეს. ღვაწლმოსილ დედებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს, რომლის შემდეგ 300-მდე ქალბატონი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში მიიწვიეს. ოპერის თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო შედგა, სადაც მომღერალმა ეკა მამალაძემ შეასრულა „იავნანას“ ახალი ვერსია.

იმერეთის გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას განცხადებით, ღვაწლმოსილ ქალბატონებს ადგილობრივი მთავრობა კიდევ ერთ ღონისძიებას 8 მარტს მოუწყობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია