დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვისთვის არის აღმაშენებლის ძეგლის „უპრაგონოდ“ გადატანა მიუღებელი?
2011/02/22 12:06:35

8 თებერვალს, დავით მეოთხე აღმაშენებლის ხსენების დღეს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, პირველად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ ძეგლს ადგილი უნდა შეუცვალონ. საერთოდ, ჩვენს ხელისუფლებას სჩვევია, ძეგლების აქეთ-იქეთ გადატანა. მათი განმარტებით, ახალი შენობების აშენება ცვლის ქალაქის იერსახეს და სკულპტურები  შეუფერებელნი ხდებიან განახლებული ქუჩებისთვის.

 

დავით აღმაშენებლის ძეგლის  გადატანას უარყოფითად აფასებს ოპოზიცია. „ეროვნული საბჭოს“ ქუთაისის შტაბში, ხელმძღვანელმა გიორგი წულაიამ 15 თებერვალს ბრიფინგი გამართა. „იმ დროს, როცა ქვეყანაში ასეთი სოციალური მდგომარეობაა, ასი ათასი ლარის დახარჯვა ძეგლის გადატანისთვის მიუღებელია. როცა ქალაქში ვასილ კიკვიძის ძეგლია, გამოჩენილი რევოლუციონერის, რომელსაც ათასამდე ადამიანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი, დავითის ძეგლის ადგილზე ფალოსის ფორმის ძეგლის დადგმა  მკრეხელობაა. მკრეხელობაა ასევე ის, რომ აღმაშენებლის მოედანს დაერქვას ვარდების მოედანი. ქუთაისელი მოქალაქეების შემოწირულობებით არის აშენებული დიდი ქართველი მეფის  ძეგლი, ამიტომ მათაც უნდა ჰკითხონ აზრი. მე ვიცი, რომ ამ ბრიფინგით და მოწოდებით ხელისუფლებას აზრს  ვერ გადავათქმევინებთ, ამიტომ მე მინდა ვთხოვო ქუთაისელებს, მოდით, შევინარჩუნოთ ღირსება, სტალინის ძეგლის გადატანის დროს ასობით ქართველი გამოვიდა და დაიცვეს, თუ ასიათასობით ქუთაისელი არ გამოვიდა  და თავისი სათქმელი არ თქვა, მაშინ გამოდის, რომ ეს ქალაქი არ არის ის ქუთაისი, რომლითაც ვამაყობდით, რომლითაც ვამაყობთ ახლა  და რომლითაც ჩვენმა შვილებმა უნდა იამაყონ. თუ კი ამ ფაქტს ყველა პარტია, არასამთავრობოები და ნებისმიერი ქუთაისელი არ შეეწინააღმდეგა, მე ვთვლი, რომ ეს აღარ არის ქალაქი! მე არ  ვარ კომპეტენტური და არ ვამტკიცებ, რომ ის არის საუკეთსო ადგილი, მაგრამ სატანურ ადგილზე, მისი გადატანა, სადაც სტალინის ძეგლი იყო, როგორ შეიძლება. აღმაშენებლის ძეგლის კვარცხლბეკის ადგილი აკურთხა პატრიარქმა და ასე „უპრაგონოდ“ გადატანა, მიუღებლად მიმაჩნია.“

ბრიფინგზე თავისუფალი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

- „ძეგლის გადატანის შესახებ უნდა შეეკითხონ  არა მარტო თეატრისა და მწერალთა კავშირს, არამედ რიგით ქუთაისელებსაც, რომლებსაც ამ ძეგლის დადგმაში მიუძღვით წვლილი. გამოდიან პატივცემული საზოგადოების წევრები და საუბრობენ მთელი ქუთაისის სახელით,  ბაგრატის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ზურაბ ქაჯაიამ რომ  თქვა, ცენტრმა დაკარგა თავისი ფუნქციაო, დაიკარგა „თიბისი ბანკის“ აშენების შემდეგო, სხვასაც შეეკითხონ აზრი, ქუთაისელ საზოგადოებას, არქიტექტორებს,დამპროექტებლებს... შეიძლება საერთო მოსაზრებით აღმაშენებლის ძეგლი უფრო უკეთეს ადგილზე გადავიდეს, ვიდრე რკინიგზის სადგურია,“ - განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს მოქალაქე ვალერი კაპანაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1521
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია