დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის
2011/02/14 12:08:02

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI) სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დაიწყო პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) - განხორციელება. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (U S A I D ) აფინანსებს.

კონკრეტულად,  ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის დეტალურად გასაცნობად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებლებს და ადგილობრივ მედია-საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის გრანტებისა და ფინანსების მართვის მენეჯერი თამარ გერმანაშვილი. მან დეტალურად გააცნო დამსწრე საზოგადოებას კონკურსის პირობები:

„უახლოეს მომავალში გამოცხადდება ორი საგრანტო კონკურსი.  ერთი არის უმაღლესი სასწავლებლის მხარდაჭერის გრანტები, სადაც პროექტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 დოლარს,  პროექტი შეიძლება შეეხებოდეს საჯარო პოლიტიკას, სახელმწიფო მართვას და პოლიტიკურ მეცნიერებებს, ან სხვა მონათესავე სპეციალობებს. აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, საზაფხულო სკოლების მოწყობას, მოწვეული პროფესორების ხარჯების დაფარვას, ასევე თარგმანებსა და პუბლიკაციებზე დახარჯული თანხის ანაზღაურებას“. - განაცხადა თამარ გერმანაშვილმა.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის  მაგისტრანტ და დოქტორანტ სტუდენტებს, ასევე მათ, ვინც ცოტა ხნის წინ დაამთავრეს სწავლა, ბაკალავრის ხარისხის სტუდენტებს, რომლებიც მაგისტრატურაზე აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ფასიანი ანაზღაურებადი სტაჟირების ვადა შეიძლება იყოს 3 ან 6 თვიანი. შერჩეულ სტუდენტებს ხელფასის სახით დაერიცხებათ 900- დან 1800 დოლარამდე. სტუდენტებმა უნდა მოიპოვონ თანხმობა არასამთავრობო თუ საჯარო სექტორიდან, ორგანიზაციიდან, სადაც გაივლიან სტაჟირებას, წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა და თან დართული დოკუმენტები. შეირჩევა 25-დან 30-მდე სტუდენტი. კონკურსი ღიაა მთელი წლის განმავლობაში. საბუთების შეტანის  ვადა იქნება ყოველი თვის ბოლო პარასკევი.

უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლექტორებმა დადებითად შეაფასეს პროექტი.

გოდერძი ვაჭრიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი: „ძალიან საინტერესო წინადადებებია, ორგანიზაციაც სერიოზულია. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სფერო არ არის ვიწრო, ეხება გარემოს დაცვას, ეკონომიკას, სამართალს. ვინც დაინტერესებული იქნება, ინფორმაციას ყველას მივაწოდებთ, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, არა მარტო თეორიული ცოდნა მიიღონ, არამედ თავიანთი შესაძლებლობით და ინტელექტით მოიპოვონ დაფინანსება. ჩვენ თანამშრომლობა გვაქვს, რამდენიმე დაწესებულებასთან, სადაც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული, რაც შეეხება სტაჟირებას, კონკრეტული წინადადებები, შეიძლება ითქვას, პირველია დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის“.

კონკურსი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, ორგანიზაციის წარმომადგენლები ქუთაისში ინფორმაციის გასავრცელებლად და დაინტერესებული ადამიანების ყურადღების გასამახვილებლად ჩამოვიდნენ. საგრანტო  კონკურსი მედია საშუალებებით გამოცხადდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია