დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხანძარი ქუთაისის მახლობლად
2010/12/13 15:37:58

ქუთაისთან ახლოს, ჭომის და გუმათის უბნების მახლობლად, წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში, 4-5 ჰექტარი ტყე დაიწვა. ხანძარი 12 დეკემბერს გაჩნდა, დასახლებული პუნქტიდან 1,5 კილომეტრის მოშორებით. იმერეთის საგანგებო სიტუაციების შტაბის რაზმმა და მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ძლიერი ქარის გამო, არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი ადვილად გადასულიყო დასახლებულ ტერიტორიაზე, თუმცა მისი ჩაქრობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ადვილად მოხერხდა. სავარაუდოდ, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია