დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დაგიბრუნდათ თქვენი ქაიხოსრო!
2010/12/13 14:22:22

რაფრა მემენატრეთ, ჩემო ქუთათურებო, ნეტაი იცოდეთ! არ გაგიკვირდათ, ამდონხანს რო არ შეგეხმიანეთ?

ქე იცით თქვენ ჩემი ამბავი, რაფრა მიყვარს მე ქალაქში აქეთ-იქეთ სიარული  და ამასწინეთ მე და გრიშაიე, ჩემი ძმაკაცი, თეთრი ხიდის შუა ადგილას რო მივედით, შენ ხარ ჩემი ბატონი, ამ რეაბილიტირებულ, წითელ, ლამაზად გაშალაშინებულ „ხის ფიცრებს“ ქე ამეეწია თავი გადაბმაში, ხოდა, ისთე წამოვკარი ფეხი, გრიშაიემ მანქანამდე ძლივას მიმიყვანა. მერე – არიქა ტრავმატოლოგიო, არა- ხაბაზიო და ქე გამჯგიმეს ლოგინში. აგი იყო მიზეზი, რო ვერ მხედავდით. ახლა მომიშუშდა ფეხი და ქე გამევედი გარეთ. არადა,კიღმა გადევირიე კაცი სახში, უჩემოდ ჩეიარა პრეზიდენტის სტუმრობამ. მთავრობის სახლს ჩოუყარეს საფუძველი და, რაც მთავარია ოპერის ფასადი გეიხსნაო, გადარეულები იყვენ ჩემი შვილიშვილები სიხარულით, - ბაბუ, რა ლამაზია, იციო? - ყოველდღე ამას გეიძახოდენ. ხოდა, სანამ კიდო არის კაი ამინდები, უნდა ვნახო-თქვა, დევიჟინე და ნელა-ნელა ქე წამევედი ბულვარისკენ. მარა ახლა თლა ფეხით კი არ წამოვსულვარ, „მარშრუტკას“ გამოვყევი, თეთრი ხიდისკენ გახედვაც აღარ მინდა, იქეთ გავლა კიარა! მეშინია ამჯერად რო წევიქცე, თლა კისერი არ მევიტეხოთქვა.

გაჩერებაზე რავარც ჩამევედი, გავხედე ჩემ სანუკვარ ოპერის თეატრს. მოუცილებიათ შეღობილ-შემოღობილები  „კრუგომ“. ევიხედე ზეით და რას ვხედავ კაცი, თავი სხვა ქალაქში კიარა და, სხვა ქვეყანაში მეგონა. იმდონი და იმხელა სკულპტურები და ლომები წამოუსკუპებიათ შენობის თავზე! მემეწონა ნამეტნავად. თან შემეშინდა – ვინცხა იმის არ იყოს, შენობა გოუძლებს ამ სიმძიმეებსთქვა? - წამევილუღლუღე. ქაიხოსრო ბიძია, არ იფიქრო მაგაზეო, მითხრეს იქვე მდგომმა ბიჭებმა, მაგი ქანდაკებები ნახევრად პლასტმასის არიო. ახლა უფრო შემეშინდა, ქუთაისურმა ქარებმა არ მეიფრიალოს აგენი და თავში არ გვთხლიშოს ამსისხო ქანდაკებები-თქვა. მარა გული გამიკეთეს, მაგრათაა დაწებებული თუ ჩაბეტონებულიო.

ერთიც ქე მითხრენ: ოპერის ფასადს სამი –ოთხი ხეც შეწირვიაო, ავი ენები იმასაც ქე ტარტარებენ, პრეზიდენტისთვის სახელდახელოდ მოწყობილმა სცენამ ერთი ხე ზედმეტად შეიწირაო.

ყოლისფერი კაი, მარა ახლა იგი ვინატროთ: 2011 წლის იანვარში რო გეიხსნება ჩვენი მდიდრული ოპერა, ქუთათურებმა იარონ იქინე სპექტაკლების საყურებლად! ვითომ ექნება ხალხს მაგის ეკონომიური საშუალება? იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1605
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია