დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სეზონის“ სეზონი გასართობ ცენტრ „სულიკოში“
2010/12/06 14:08:09

„ფილმი საინტერესო იდეით, თუმცა ზედმეტი თბილისური აქცენტებით“ - ასე შეაფასა ქუთაისის მაყურებელმა 2 დეკემბერს კინოთეატრ „სულიკოში“ გამართული ფილმი „სეზონი“, რომლის პრეზენტაცია მერიის ახალგაზრდობისა და სპორტის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

ამბავი ოთხ მეგობარზეა, რომლებიც ცარიელ ქალაქში ხვდებიან. როგორ განვითარდება მათი ცხოვრება, სად გამოავლენენ ცხოველურ ინსტიქტებს საკუთარი თავის გადასარჩენად და ლიდერობის მოსაპოვებლად, რატომ ინარჩუნებენ მაინც ადამიანურ სახეს - ამ ყველაფერს ფილმის ნახვის შემდეგ გაიგებთ.

„სეზონის“ რეჟისორია დავით ბორჩხაძე. ფილმში თამაშობენ არაპროფესიონალი მსახიობები, რომლებიც აირჩიეს იმის გამო, რომ რეალური სახეები შეექმნათ.

გუგა ხეცურიანი, პროდიუსერი: „ფილმი არის მისტიკური დრამა, რომელიც პირველად შეიქმნა ამ ბოლო წლებში. წარმოდგენილია განსხვავებული ტიპაჟები ადამიანებისა, რომლებიც თავისი ხასიათის მიხედვით მოქმედებენ უცნაურ სიტუაციაში. ქუთაისი არის გამორჩეული გემოვნებიანი მაყურებლით. თბილისის შემდეგ პირველად ეს ქალაქი ავარჩიეთ პრემიერისთვის, შემდეგ ბათუმში ჩავიტანთ ფილმს. თბილისში კარგი გამოხმაურება მოჰყვა, იმედი მაქვს, ქუთაისშიც მოეწონებათ.“

ფილმის გადაღება მიმდინარეობდა წელიწადი და რვა თვე, იგი მაღალბიუჯეტიანია.

საინტერესოა, რას ფიქრობს ქუთაისელი მაყურებელი. თეა, 20 წლის: „საერთო ჯამში, ფილმი მომეწონა, თუმცა, როგორ ვთქვა, გადამეტებულ თბილისურ „ტო“-ზე იყო მომართული.  ასეთი ტიპები არსებობენ როგორც თბილისში, ასევე ყველგან, ჩვენს საზოგადოებაში, ამიტომაც საინტერესოა ფილმის ყურება.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია