დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
2010/12/06 14:06:17

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გასულ კვირაში ქუთაისში, მასწავლებელთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შესახვედრად იმყოფებოდა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ახლადარჩეული პრეზიდენტი მაია კობახიძე.  

ამ შეხვედრას მაშინ პროტესტის ნიშნად არ დაესწრო თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა არველაძე.

ხათუნა არველაძემ მოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა: „ქუთაისის და საქართველოს 56 რაიონის მასწავლებლები ბოიკოტს უცხადებენ  ახლადარჩეულ პრეზიდენტს. ქუთაისის ლიდერებიდან და პროფკავშირის ორგანიზაციის წარმომადგენლებიდან მაია კობახიძეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა  გამოუცხადა ნდობა. არჩევნები ჩატარდა წესდების დაცვის გარეშე, რადგანაც 125 დელეგატმა დატოვა ყრილობა, 78 მანდატით კი შეუძლებელი იყო, ის ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი გამხდარიყო. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც გადავეცით სასამართლოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. დღეს კი ველოდებით მის გადაწყვეტილებას. მოთხოვნა გვაქვს, გაბათილდეს არჩევნები, დაინიშნოს მორიგი ყრილობა, სადაც მოხდება ახალი პრეზიდენტის არჩევა. ჩვენ გვინდა, რომ პროფკავშირული არჩევნები იყოს დემოკრატიული, მიეცეს უფლება ყველა მსურველს, რომელსაც აქვს ამბიცია და უნარ-ჩვევები, მართოს ამხელა ორგანიზაცია, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. სანამ სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს, არ დავემორჩილებით არანაირ ბრძანებას და დავალებას.“

ხათუნა არველაძის  თქმით, ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციაში 4300 პედაგოგი იყო გაწევრიანებული, თუმცა დღეს ძველი ხელშეკრულებები გაუქმებულია და, შესაბამისად, პედაგოგები ოფიციალურად პედაგოგთა პროფკავშირში არ არიან, საწევროსაც არ იხდიან.

***

ბრალდებებს კიდევ ერთხელ უარყოფს პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის ახალი პრეზიდენტი მაია კობახიძე და აცხადებს, რომ მასწავლებელთა ყრილობაზე მისი არჩევა ყველა წესისა და კანონის დაცვით მოხდა. მისი ლეგიტიმურობა აღიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ამის შესახებ განაცხადეს კიდეც თავიანთ ანგარიშში. გარდა ამისა, შედგა შეხვედრა ამერიკის ელჩთან საქართველოში. 

თუ სასამართლოს მიმართეს, დაელოდონ კიდეც მის გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ თავიანთი ქმედებებით  აღვივებენ შიდა დაპირისპირებას, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია პროფკავშირული საქმიანობის წარმართვისას. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მასწავლებლის ტკივილი გავითავისოთ და მაქსიმალურად დავიცვათ პედაგოგთა უფლებები.

პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის განცხადებით, იგი საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებს - ხვდება რაიონული ორგანიზაციების წევრებსა და ხელმძღვანელებს და მათ განათლების სამინისტროს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას აცნობს, რომლითაც კანონის შესაბამისად, პროფკავშირში მონაწილეობისა და საწევრო გადასახადების გადარიცხვასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა აღდგება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია