დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოში ცივი ზამთარი დგება
2010/12/03 15:03:54

ლეიბორისტები წყალტუბოს მოსახლეობისთვის საზამთროდ უშეშოდ დატოვებას აპროტესტებენ.

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ოფისში, ამავე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სამსონ გუგავამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და წყალტუბოს სატყეო დეპარტამენტის იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას ზამთრისათვის ტყის ფონდის გამოყენება აეკრძალა.

„ხელისუფლებამ მიიღო კიდევ ერთი ვანდალური და ანტიხალხური გადაწყვეტილება, რის გამოც წყალტუბოს მოსახლეობას აეკრძალა ტყის ფონდით სარგებლობა, რაც მათ უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს, გასათვალიწინებელია ისიც, რომ წყალტუბოში არ არის ბუნებრივი გაზი. ეს გადაწყვეტილება, ხელისუფლების განმარტებითვე, ეფუძნება სატყეო მეურნეობაში აღმოჩენილ დარღვევებს, რის გამოც აიკრძალა ნებართვების გაცემა, რაც იმთავითვე დანაშაულებრივი ქმედებაა იმ ჩინოვნიკთა მხრიდან, ვინც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც არ შეიძლება ჩინოვნიკის დანაშაულებივი ქმედებისთვის ისჯებოდეს ხალხი,“- აცხადებს სამსონ გუგავა

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია