ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით სათამაშო ბიზნესის გადასახადი გაიზარდა. თუ წინა წლებში ტოტალიზატორის, ბინგოს და ლოტოს კვარატლური მოსაკრებელი 2500 ლარი იყო, ეს თანხა 4500 ლარი გახდა. სათამაშო აპარატებზე კი 800 ლარის ნაცვლად 2100 ლარის გადახდა მოუწევთ ამ ბიზნესის მფლობელებს. როგორც ქუთაისის ადმინისტრაციულ ორგანოში აცხადებენ: ,,ვინაიდან წინა წლებში გეგმა შესრულდა 135%-ით, ეს ბიზნესი და კანონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოსაკრებლის რაოდენობა გავზარდოთ, რაც ბიუჯეტში დამატებით თანხებს გააჩენს, რომელიც ქალაქის განვითარებას მოხმარდება”.