დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო განათლება მოსწავლეებისთვის
2010/11/29 13:48:54

24 ნოემბერს ადამიანის უფლებათა სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და PH international-ის ერთობლივი ინიციატივით, პრესკონფერენცია გაიმართა. მოწვეულ პედაგოგებს და საზოგადოებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა გააცნეს. მისი მიზანია, გაუმჯობესდეს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გააქტიურდეს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობების პროცესში. როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრეინინგი და სამოქალაქო გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას მოსწავლეები პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

„ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა. ერთი მხრივ, პროგრამით ხელს შევუწყობთ, რომ საჯარო სკოლებში უფრო ეფექტურად ისწავლებოდეს სამოქალაქო განათლების საგანი. აუცილებლად ჩატარდება მასწავლებლების ტრეინინგი და შეიქმნება დამხმარე სასწავლო მასალები, მოეწყობა სკოლის მოსწავლეების სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციებში, ამავდროულად მოსწავლეებისთვის - საზაფხულო ბანაკები და სოციალურ მედიაში ტრეინინგი გვექნება. ჩვენ გვინდა ვნახოთ, მომავალ თაობას რამდენად აქვს გააზრებული უფლებები და მოვალეობები საკუთარი ქვეყნის წინაშე. მათ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ დემოკრატიის პროცესებში. ეს სამწლიანი პროგრამაა, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, მისი ბიუჯეტია ორი მილიონ ექვსასი ათასი ლარი,“ - განაცხადა „P.S.“-თან საუბარში PH international-ის დირექტორმა საქართველოში, ბერდია ნაცვლიშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია