დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო განათლება მოსწავლეებისთვის
2010/11/25 15:59:05

გუშინ ადამიანის უფლებათა სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (usaid) და ph international-ის ერთობლივი ინიციატივით, პრესკონფერენცია გაიმართა. მოწვეულ პედაგოგებს და საზოგადოებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა გააცნეს.

პროგრამის მიზანი პედაგოგთა სამოქალაქო განათლების გაღრმავებაა, შედეგად – სამოქალაქო გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებმა პრაქტიკულ საქმიანობაში უნდა გამოიყენონ.

 „ეს ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამით ხელს შევუწყობთ, რომ საჯარო სკოლებში უფრო ეფექტურად ისწავლებოდეს სამოქალაქო განათლების საგანი. აუცილებლად ჩატარდება მასწავლებლების ტრენინგი და შეიქმნება დამხმარე სასწავლო მასალები, მოეწყობა სკოლის მოსწავლეების სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციებში. ამავდროულად –  მოსწავლეებისათვის მოეწყობა საზაფხულო ბანაკები და სოციალურ მედიაში ტრეინინგები. გვინდა, ვნახოთ, რამდენად აქვს გააზრებული მომავალ თაობას  უფლებები და მოვალეობები საკუთარი ქვეყნის წინაშე. მათ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ დემოკრატიის პროცესებში. ეს სამწლიანი პროგრამაა, რომელსაც აფინანსებს ა.შ.შ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. მისი ბიუჯეტია ორი მილიონ ექვსასი ათასი ლარი,“ – განაცხადა „p.s.“-თან საუბარში ph international-ის დირექტორმა საქართველოში, ბერდია ნაცვლიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია