დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი დააკავეს
2010/11/24 15:41:51

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქუთაისში საბავშვო ბაღების 6 დირექტორი და 7 ბუღალტერი დააკავეს . 
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არიან ივეტა გეგუჩაძე - დირტექტორი, ლალი თევდორაძე - დირექტორი, მზია სანაძე - დირექტორი, ქეთი ფანჩულიძე - დირექტორი, ცისანა კუბლაშვილი - დირექტორი, თინათინ სვანაძე - დირექტორი, ლამზირა ლიკლიკაძე - ბუღალტერი, მზექალა ჩარკვიანი - ბუღალტერი, მარეხი ჩიტორელიძე - ბუღალტერი,მარინა ბაჯაძე - ბუღალტერი,ნარგიზა ლაღაძე - ბუღალტერი, ნინო ჭილაძე - ბუღალტერი და ცირა ვადაჭკორია - ბუღალტერი.
აღნიშნული მოხელეები სისტემატურად შედიოდნენ მეწარმეებთან კორუფციულ გარიგებაში და დანაშაულებრივად ითვისებდნენ ბავშვების კვებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად სახსრებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშულებრივი სქემა მოქმედებდა ორი წლის განმავლობაში, რის შედაგადაც მითვისებლია სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 მილიონ ლარამდე თანხა.
დანაშაული ითვალისწინებს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისიხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია