დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
გალამაზებული ფასადები და „ბულდოზერით ასაღები“ მშენებლები
2010/11/15 13:49:34

„მე (სახელი, გვარი, მამის სახელი) უნდობლობას ვუცხადებ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ჩემი სურვილია...“ - ასეთი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო სახალხო პარტიამ, რომელიც 25 ნოემბრისთვის აქტიურად ემზადება.

„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს: „მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ამ პრეზიდენტის გადა-ყენებას მივაღწიო, რომ მან ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა, სასამართლოს წინაშე აგოს პასუხი.“„დიდი რვიანის“ ერთგვარი პატარა ვერსია შეიქმნა ქართულ ოპოზიციაში, რადგან ქართულ აკადემიასთან ერთად რვა ოპოზიციური პარტია „რაღაცას“ გეგმავს და რას, ეს თავად „შიგნითაც“ შეუთანხმებელია (ცნობილია, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზებსაც ეძებენ) და ვიდრე ისინი შეთანხმება არშეთანხმების ფაზაში არიან, ქვეყანაში ჯაშუშებსაც იჭერენ და ფილმსაც იღებენ „ენვერზე“.

პოლიტიკით დატვირთულ შემოდგომას სკოლის მოსწავლეებიც შეემატნენ საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით. „თავში თუ არ მასწავლე, ბოლოში რა მეცოდინებაო...“

„დედაქალაქისგან განსხვავებით, ჩვენს ე.წ. „მამაქალაქში“ პოლიტიკური მშვიდობაა. მაგარმ ეგაა, რომ რაღაც-რაღაცეები კულუარებში ხდება.

დიდიხანია, ქუთაისში ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოსდა ყველაფერი კეთდება და დაწყებული მშენებლობები გრძელდება, სინამდვილეში კი ადგილობრივი მთავრობა მხოლოდ „ფასადებს ალამაზებს“, რათა პრეზიდენტის სტუმრობისას ქულები ჩაიწერონ. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია ბიზნესმენებს „ბულდოზერით აგიღებთო“, არ დაემუქრებოდა და ორი თვის ვადას არ მისცემდა (იხილეთ ქართული პრესის მასალები).

ცხადია, რომ დღეს საამშენებლო კომპანიებს არც თუ ისე კარგი დღე უდგათ და იმერეთის გუბერნატორის დირექტივების აღსრულება ორ თვეში, ცოტა არ იყოს, გაუჭირდებათ ჩვენს ბიზნესმენებს.

ქალაქი კი, ამასობაში, პრეზიდენტის მორიგი სტუმრობისთვის ემზადება (ეჭვგარეშეა, ამ სტუმრობისას ლენტით რაღაც უნდა გაიჭრას). „მშენებლობაში გაყინული შენობები“ ამ ზამთრისპირში თითქოს გალღვა: ქალაქში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რამდენიმე მშენებლობა, რომლებსაც, კარგა ხანს ჰქონდა ხავსი მოკიდებული. ერთი რუსთაველზე „ჩვენი კანტორის“ გვერდით მდებარეობს, რომლის მეპატრონეც, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქის მერი გია თევდორაძე ყოფილა და ასევე „კუდის“ ყოფილი უფროსი კოტე არჩია. რუსთაველზე კიდევ ერთი მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ზემოაღნიშნულთან მხოლოდ საერთო კომპანია აკავშირებს.

თუმცა ქუთაისი კარგა ხანია შეეჩვია საეჭვო ღირებულებების არქიტექტურულ პროექტებს, სხვა ქვეყნებიდან გადმოტანილი შენობების „კლონებს“. უსახურ შენობებს, ამოთხრილ ორმოებს, ხელმეორედ დასაგებ გზებს და, რაც მთავარია, საზოგადოების მარადიულ წუწუნს ამ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

ლიკა ჩახუნაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია