დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენ ვკითხულობთ აკაკის
2010/11/01 15:05:25

„სიმებდაწყვეტილ“ საქართველოში წელს აკაკი წერეთლის 170 წლისადმი მიძღვნილი იუბილე იმართება. ეს ღონისძიება ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო, რაც სიმბოლურიც არის. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საყვარელი პოეტის ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნებოდა, მონაწილეობას კი ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები იღებდნენ.  

ომარ გვეტაძე, პროფესორი: „აკაკი წერეთლის უნდა იყოს ყოველი დღე საქართველოში. მისი შემოქმედება არის არა მარტო წარსული, არამედ - აწმყო და მომავალი. თავის შემოქმედებაში ისეთ პრობლემებზე აქვს საუბარი, რომ, მცირეოდენი ცვლილებებით, თანამედროვედაც შეიძლება მივიჩნიოთ. ეს იყო კაცი, რომელიც შეიყვარა საქართველომ. უთქვამს კიდეც ერთ ფჩვენს მოღვაწეს: „აკაკი საქართველოაო“. მას ჰქონდა ღმერთისგან ნაბოძები ისეთი ნიჭი, რომ სამშობლოს ტკივილს აქცევდა მშვენიერ მელოდიად და ლექსად. აბა, მეტი რა არის პოეტის საქმე? შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ოლიმპოზე დამჯდარი პოეტი.“

26 ოქტომბერს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა აქცია „ჩვენ ვკითხულობთ აკაკის“. საყვარელი პოეტის ლექსებზე შექმნილ სიმღერების ფონზე წაიკითხეს მისი შემოქმედების მარგალიტები. ლექსების კითხვაში ერთმანეთს უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სკოლის მასწავლებლები ენაცვლებოდნენ.

თინათინ მილორავა, სტუდენტი: „ჩვენთვის ეს მწერალი განსაკუთრებით საყვარელია, რადგან ის იკითხება ყველა საუკუნეში.  მის  სიტყვებს დაძველება არ უწერია. ამ მხრივ გახსენება კიდევ ერთხელ იმ შეგონებისა, რომელიც აკაკიმ დაგვიტოვა, დიდი ბედნიერებაა. იმედი მაქვს, ეს ტრადიცია გაგრძელდება.“

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, ქუთაისის მერი გია თევდორაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ირინე ქურდაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: „აკაკი იყო არა მარტო პოეტი, არამედ მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, თეატრის მუდმივი დასის ჩამოყალიბებას. ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის.“

 

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1524
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია