დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მწვანე შუქი ამერიკისკენ
2010/10/18 13:23:23

წელს საქართველო იმ კვალიფიცირებულ 40 ქვეყანას შეუერთდა, რომელთა მოქალაქეებს უფლება ეძლევათ, ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, შესაბამისად - ლატარეის გათამაშება 5 ოქტომბერს დაიწყო და 3 ნოემბერს დასრულდება. განაცხადის გაკეთება შეუძლია ყველას, ვინც ინსტრუქციის მიერაა კვალიფიცირებული, გარდა ამისა, ასაკი შეუზღუდავია. როცა პროგრამის მიხედვით, გამარჯვებული გამოვლინდება, გასაუბრებაზე საკონსულოში მოვა და, შესაბამისად, ჩაითვლება კვალიფიცირებულად, რის შემდეგაც მიიღებს მწვანე ბარათს. - ასე აუხსნეს საზოგადოებას საელჩოს წარმომადგენლებმა.

რა ფუნქცია აქვს მწვანე ბარათს?

ამ კითხვაზე ასეთი პასუხი იყო:

- როცა მწვანე ბარათის მფლობელი ხდებით, შანსი გეძლევათ, ამერიკაში გაემგზავროთ, ლეგალურად იცხოვროთ იქ. მიიღოთ განათლება, იმუშაოთ, გახდეთ ამერიკის მოქალაქე (რა თქმა უნდა, ეს ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ), ხოლო შემდეგ მუდმივი მცხოვრებლის სტატუსი გენიჭებათ.

კონკრეტულად პიროვნებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტს ის: პერიოდულად იცხოვრებს აშშ-ში თუ მთლიანად გადავა საცხოვრებლად. თუმცა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს ამერიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სტატუსი უწყდება.

განაცხადის გაკეთება უფასოა. როცა პიროვნება ამერიკაში წასვლას გადაწყვეტს, მხოლოდ სავიზო მოსაკრებლის თანხას იხდის, 819 დოლარის ოდენობით.

 

სალომე ბებია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია