დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ნაცრისფერი ქალაქის „მეხუთე სართული“
2010/09/27 13:10:44

18 სექტემბერს კინოთეატრ „სულიკოს“ დარბაზის გადაჭედვის მიზეზი მუსიკალური პროექტის „მეხუთე სართულის“ ფილმის პრემიერა იყო. ავტორი იდეისა -  ნიჭიერი შემსრულებლების შესაძლებლობები გამოევლინათ და მათი შემოქმედების შემდგომი განვითარებისთვის მოტივირება მიეცათ, - ნანა უგლავა იყო, პროექტის ავტორი კი - აკაკი ანდღულაძე.

 

მუსიკალური პროექტი, რომელიც რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერში 3 ივლისიდან გადიოდა, ფესტივალ altervision for new comers showcase-ის პარტნიორია. პროექტმა სრულიად საქართველოდან ინსტრუმენტალისტ შემსრულებელთა თავმოყრა მოახდინა. აქედან, ორი ფავორიტი ჯგუფი „silver side“ და „stiklers“, რომელიც რადიო „ძველმა ქალაქმა“ და ვირტუალურმა ჟიურიმ (ვახო ბაბუნაშვილი, აჩიკო გულედანი) გამოავლინა, მიწვეული იქნებიან ფესტივალ altervision for new comers showcase-ზე.

„არჩევანი ამ ორ, დასავლურ და აღმოსავლურ ჯგუფებზე შევაჩერეთ. თან აღვნიშნეთ, რომ შეიძლება გაცილებით უკეთესი ჯგუფები იყვნენ აქ, თუმცა მათ ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ. ესენი კი დამწყები ჯგუფებია, რომლებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა, - აღნიშნა პროექტის ავტორმა აკაკი ანდღულაძემ, - ისეთ ქალაქში, როგორიც ქუთაისია, სადაც ზოგადად ხელოვნების მიმართ დღეს ძალიან დიდი უპატივცემულობაა ადამიანების მხრიდან, არ ველოდებოდი იმას, რომ დარბაზი აივსებოდა, მაგრამ, ალბათ ესეც იმის დამსახურებაა, რომ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამაში. ვფიქრობ, შედეგიც ასეთივე მივიღეთ“.

პროექტის მიმდინარეობისას დოკუმენტური ფილმი „მეხუთე სართულის“ გადაღება, ქუთაისის შოუ-კომპანია „დას სტუდიომ“ ნულოვანი დაფინანსების ბაზაზე მოახდინა. გადაღებები რადიო „ძველი ქალაქის“-ის სტუდიებსა და ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა. ფილმი ასახავს პროექტის მიმდინარეობას, მაყურებელს მოუთხრობს მონაწილე ჯგუფების შესახებ, აჩვენებს მათ შემოქმედებას და ასევე - მოკლე კომენტარებს. ფილმის დამდგმელი რეჟისორია ალეკო გვეტაძე, ოპერატორი - თემო თევდორაძე.

„ფილმზე მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ  ძნელია  სიტყვებით გადმოცემა. „მეხუთე სართულმა“ არაჩვეულებრივი დღეები მაჩუქა. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით და საზოგადოებას დავანახეთ, რომ ჩვენს ქალაქში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელთაც საზოგადოების ყურადღება სჭირდებათ. იმედია, ჩვენს ნაცრისფერ ქალაქში უამრავი საინტერესო რამ მოხდება და ჩვენ ისევ დავაფიქსირებთ ამ ყველაფერს. ფილმში მონაწილე თითოეული ჯგუფი გამორჩეული და განსხვავებული იყო. პროექტმა უამრავი ახალი ადამიანი გამაცნო და იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა, როგორც საქმიანი, ასევე მეგობრულიც, გაგრძელდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მეხმარებოდა“, - ამბობს ნანა ფახურიძე, პროექტის ავტორი და რეჟისორი.

„მე მახსოვს, ჩემი სტუდენტობის პერიოდში, ეს 90-იანი წლების შუა ხანა იყო, ქუთაისი როკის და, საერთოდ, ალტერნატიული როკის ერთგვარი დედაქალაქი იყო საქართველოში. როგორც ჩანს, მთლად არ დაგვიკარგავს ეს ტრადიციები. 12 ჯგუფის არსებობა ქუთაისში ნამდვილად აღმოჩენაა ჩემთვის. ჯგუფების, რომლებიც როკს უკრავენ და მღერიან. მაგრამ ფილმში რასაც დავაკვირდი, უმეტეს შემთხვევაში ამ ჯგუფების ლიდერები ისევ ის ძველი ხალხია. როგორც ჩანს, ერთგვარი მემკვიდრეობის მომენტი არის. კარგია, რომ ეძებენ საკუთარ თავს, ქმნიან რაღაც ახალს, როკი ხომ ყოველთვის ახალგაზრდობა და ენერგიაა. იმედია, ქუთაისიც ახალგაზრდული და ენერგიული იქნება“, - ფილმის ჩვენების შემდეგ აღნიშნა კინომცოდნე თამთა თურმანიძემ.

პრემიერის შემდეგ მწერალთა სახლში გამართულ წვეულებაზე პროექტში მონაწილე როკგგუფები მუსიკას ცოცხლად ასრულებდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია