დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლეიბორისტების პროტესტი
2010/09/15 14:25:12

სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა და პრორექტორებმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. რექტორი, გიორგი ონიანი, ამას სამეცნიერო მუშაობის გაგრძელების სურვილით ხსნის. 

ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სამსონ გუგავამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ონიანის და პრორექტორის, ზაზა სოხაძის თანამდებობიდან მოულოდნელი გადადგომა გააპროტესტა. მისი თქმით, როცა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რაღაც ხუთი დღით ადრე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით მიდის თანამდებობიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებას პრობლემები ექმნება. საეჭვოა მისი ფუნქციონირების საკითხი.

„რამდენად მიზანშეწონილია, უნივერსიტეტს ჰქონდეს აკრედიტაცია, თუკი ვერ უზრუნველყოფს ახალი სასწავლო წლის დაწყებას? თუ მისი აკრედიტაცია დადგა ეჭვქვეშ, ეს იმას გულისხმობს, რომ უნივერსიტეტი შეიძლება გადაკეთდეს დაბალი რანგის სასწავლო დაწესებულებად, როგორიცაა კოლეჯი, ტექნიკუმი და ასე შემდეგ,“ – ვარაუდობენ ლეიბორისტები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია