დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოკონკურსი დასრულდა
2010/07/26 12:36:20

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია იმართება ფოტოკონკურსი „ილო“, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე ფოტოგრაფები მონაწილეობენ. იგი ქუთაისში მოღვაწე ებრაელი ფოტოგრაფის, კოლორიტული პიროვნების - ილო ხახიაშვილის ხსოვნას ეძღვნება.

ამჯერად ფოტოკონკურსში 20 ფოტოგრაფის 154 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. საკონკურსო ფოტოების მიღება რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა, საკუთარი ნამუშევრის წარმოდგენა ყველა მსურველს შეეძლო. ქალაქის მერიამ პირველი სამი გამარჯვებულისთვის ფულადი პრიზები დააწესა. პირველი ადგილის მფლობელი დუშეთიდან ჩამოსული ფოტოგრაფი ბაბუა ალუდაური გახდა, რომელსაც ქალაქის მერმა 700 ლარი გადასცა. მეორე ადგილის მფლობელი ქუთაისელი ბექა ყურაშვილია, რომელსაც 600 ლარი გადასცეს, ხოლო მესამე ადგილი არჩილ გეგენავას ერგო. მას 500 ლარი ხვდა წილად. ჟიურის სიმპათიად კი ჯემალ სირბილაძე გამოცხადდა.

ფოტოკონკურსს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. ფოტოკონკურსი, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაიმართება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია