დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მის იმერეთი“-2010
2010/07/12 13:32:10

„მის იმერეთი“-ის კონკურსს წინ შესარჩევი ტურები და ფოტოკონკურსები უძღოდა. 5 ივლისს ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დაფენილ წითელ ხალიჩაზე კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეულმა ცხრამეტმა გოგონამ გაიარა. 

მეშვიდე წელია, „მის იმერეთი“ „იმიჯ-ცენტრისა“ და „მარიონელას“ ორგანიზებით ტარდება. ტრადიციისთვის არც წელს უღალატიათ. სანახაობას ადგილობრივ და თბილისიდან ჩამოსულ შემოქმედებთან ერთად, „ნიჭიერის“ ფინალისტები, ყოფილი ჯეოსტარელები და ახლახან შემნილი ქუთაისური ჯგუფი  „ოჩოს ქოხი“ აფორმებდა.

ცხრამეტ ლამაზმანს ცხრაკაციანი ჟიური აფასებდა. მის შემადგენლობაში იყვნენ: იმერეთის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნიკო კაჭკაჭიშვილი, ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნიკა კუხიანიძე, მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით შელია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ზაზა სოხაძე, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე, ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი მაკა ხეცურიანი, ვიაიპი კომპლექს „ბაგრატ 2003“-ის დამფუძნებელი, მეცენატი მანანა გოგლიჩიძე, ბავშვთა ეროვნული სილამაზისა და ტალანტის კონკურსის „პატარა მის საქართველოს“ რეგიონული დირექტორი ქეთევან ბოლქვაძე, ჟიურის თავმჯდომარე - სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ პრეზიდენტი ია კინწმარიშვილი.

საბოლოოდ, ჟიურიმ, ათეულის და ხუთეულის გარდა, პრიზები სხვადასხვა ნომინაციაში გადასცა: „მის მაყურებლის“ ნომინაცია, რომელსაც სმს-ის საშუალებით რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით ავლენდნენ; „მის მეგობრობა“,    „მის ფიტნესი“, „მის ფოტომოდელი“, „მის გრაცია“, „მის იმერეთი“ - პირველი და მეორე ადგილი, „მის ქუთაისი“, ვიცე     „მის იმერეთი“ და მთავარი „მის იმერეთი“. თუმცა, კონკურსის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარინა უგულავას თქმით, გოგონების სამომავლო წინსვლისთვის მთავარი გამარჯვება როდია: „მთავარია, ჟიურიმ კარგი თვალით შეგხედოს“.

სილამაზის გარდა, გოგონების შეფასების კრიტერიუმები იყო: შარმი, კაბის ჩვენება, მოძრაობა და ღიმილიც. „მის იმერეთის“ გვირგვინი ჟიურიმ 19 წლის მარიამ მამრიკიშვილს დაადგა.

„მართალია, არ მოველოდი გამარჯვებას, მაგრამ ძალიან მიხარია და ყველა გოგონას ვუსურვებ წარმატებას,“ - განაცხადა მარიამმა.

გამარჯვებული „მის იმერეთი“ 1 აგვისტოს ბათუმში, „მის საქართველოს“ კონკურსზე გაემგზავრება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია