დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თექისაგან შექმნილი სამოსი გალერეაში
2010/07/06 12:53:42

დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში 2 ივლისს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის „ტექსტილის ტექნოლოგიისა და დიზაინის დეპარტამენტის „ტექსტილის დიზაინის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. არა მარტო ნამუშევრების გამოფენა, სტუდენტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა საკუთარი მოდელებიც აჩვენა. მოდელების უმეტესობა თექისაგან იყო შექმნილი. შემოქმედებითი ჯგუფის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი კი ქალბატონი თამარ ჭეიშვილი გახლდათ, რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა ამავე დეპარტამენტის პედაგოგი ელისო მგელიაშვილი.

თამარ ჭეიშვილი: „ჩვენ ვემზადებით პატრიარქის მიერ ორგანიზებული ფესტივალისათვის, რომელიც სექტემბერში უნდა ჩატარდეს. რამდენიმე კაბა გაკეთდა სპეციალურად იმისთვის, რომ იმ ფესტივალზე ვაჩვენოთ. მერე ვთქვით, რომ 12 კაბა ცოტაა და ბარემ დავამატოთ და ჩვენებაც გავაკეთოთ. პატრიარქის ფესტივალზე მხოლოდ თექის ტანისამოსი გავა.“

მთელი წლის განმავლობაში ქალბატონ თამართან ერთად ხუთკაციანი ჯგუფი მუშაობდა: სალომე ვაწაძე, ნინო მაისურაძე, მადონა ზერაგია, ნინო ჯაფარიძე, ნათია კაკუშაძე. „ესენი არიან ათოსნები, არაჩვეულებრივი ბავშვები. არასდროს აცდენდნენ.“ ჩვენებას მნახველი არ დაჰკლებია, წითელ ხალიჩაზე ორიგინალური და ძალიან საინტერესო მოდელები ცვლიდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებით საინტერესო და სათუთი ნამუშევრები იყო თექით დამზადებული ეროვნული სამოსი. გამოფენა-ჩვენებას ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე და უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ონიანიც ესწრებოდნენ.

გიორგი ონიანი: „გისურვებთ წარმატებებს, მე ვიცი, ქალბატონო თამარ, რომ ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ჩვენს უნივერსიტეტში და მინდა დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია