დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
2010/05/24 12:18:38

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ამ თარიღს ისტორიულად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ფაქტია, რომ თვით ხალხის, ერის თვითშეგნებაში ჯეროვნად მაინც ვერ მიიღო ჭეშმარიტი სახალხო ზეიმის მასშტაბური ელფერი.

ამ დღეს არ აღნიშნავენ ოჯახებში;

ამ დღეს ტელეფონებით არ ულოცავენ ახლობლები ერთმანეთს;

ამ დღეს არ გადმოვფენთ სახელმწიფო დროშებს ჩვენი ფანჯრებიდან და აივნებიდან;

ამ დღეს არ ვართ ძლიერ ამა-ყები;

თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა არც კი იცის, რატომ აღნიშნავს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს.

ამასაც თავისი მიზეზები აქვს, დიდი და ღრმა მიზეზები.

წელს კი ამ დღეს, სადღესასწაულოზე მეტად წინასაარჩევნო ელფერი ექნება... კვლავ იფრიალებენ დროშები, გაიმართება აღლუმი, მაგრამ, ტრადიციულად, ვერ ვიქნებით უფრო ამაყები, რადგან არსებული სინამდვილე ხელს გვიშლის თავისუფლების ჭეშმარიტი არსის გააზრებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია