დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დირექტორის სახელი ბავშვების ფანტაზიას შეეწირა...
2010/05/10 12:34:06

ერთი წლის წინ ხონის რაიონის სოფელ გოჩა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ც-ს და პირველი კლასის მასწავლებლის შურა ჩ-ს შორის მომხდარი ინტიმური აქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. განცხადებით რაიონის რესურსცენტრს მიმართეს, რასაც შედეგად დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

ინფორმაციის პირველწყაროს სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები წარმოადგენდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და პირველი კლასის მასწავლებელი ქალბატონი საკლასო ოთახში შიშვლები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. მსგავსი რამ კი ხშირად მეორდებოდა.

მასწავლებელმა ქალბატონმა პირველადი დაკითხვისას არ უარყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ინტიმური ურთიერთობის შესახებ, თუმცა საქმის სასამართლო განხილვისას, რაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პატივისა და ღირსების შელახვის გამო გაიმართა, საქმე სხვაგვარად წარმოჩინდა - გავრცელებული ინფორმაცია მოსწავლეების ფანტაზიის ნაყოფად წარმოჩინდა. მათ მშობლებს კი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პატივისა და ღირსების შელახვის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრათ.

კანონის თანახმად, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს, შესაბამისად ის კერძო პირი გახლავთ. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი, კერძო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა არსებობს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორ ფაქტზეა დაფუძნებული. სასამართლომ დაადგინა, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დიმიტრი ც-ს ზიანი მიადგა - ის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს და სახელიც შეელახა. ხონის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სოფელ გოჩა ჯიხაიშის ორი მეხუთეკლასელი მოსწავლის მშობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ეს საქმე ცოტა ხნის წინ განიხილა. სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე დურმიშხან ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობით ხონის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დამცველად გამოვიდა სკოლის პედაგოგიური კოლექტივიც. პედაგოგებმა ყოფილი დირექტორის და მათი კოლეგის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუედ გამოაცხადეს. ფსიქოლოგებმა კი ყველაფერი ბავშვების ფანტაზიის „ხატოვანებითა და წარმოსახვითობით“ ახსნეს - „ბავშვებმა, ფაქტია, რომ სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ერთად დაინახეს, დანარჩენი კი მათი ფანტაზია იყო,“ - განმარტეს მათ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია